ალეკო ელისაშვილი

23 May. 2024, 18:31

ეს ერთი თვეა ხან ვინ შემომითვლის, შენს მოკვლას აპირებენო, ხან ვინ... რა ვერსია აღარ მოვისმინე — ხან სუს-ი მიპირებს მოკვლას, ხან ნაცები, ხან რუსები და ხან მანჯურიელები. ვუსმენ, ვუღიმი, მადლობას ვეუბნები ზრუნვაზე და განვაგრძობ ცხოვრებას.

ევროკომისარი და გლობალური ომის პარტია ჯერ არ შემხმიანებიან, საეჭვოდ სდუმან.

პრემიერ-მინისტრი რომ ხარ, ბიჯო, რამდენჯერაც რაღაცის შეგეშინდება, ყველაფერზე ოფიციალური განცხადება კი არ უნდა გამოსდო. პარანოია ჰქვია მაგას, შიშისგან დამართული ელეთმელეთი. ვერაა კაი ამბავი ეგ. გწყენს, ხომ ხედავ, პოლიტიკა უკვე და მოეშვი, თავს მიხედე. ძალიან გაწვალებთ უკვე ყველას ის ბოროტი კაცი და მოერიდოთ აწი, ჯობია. ქიხიაა უკვე.

დაწერა ალეკო ელისაშვილმა ფეისბუქზე.

დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრისას დაემუქრა.

მისი თქმით, ევროკომისარმა ჩამოთვალა ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა "გამჭვირვალობის კანონზე" ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ახსენა — "ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…