პარტია ლელომ და გირჩი — მეტი თავისუფლებამ, თბილისის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს
ფოტო: ტვ პირველი
მოკლედ: პარტია ლელომ და გირჩი — მეტი თავისუფლებამ, თბილისის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
- ამის შესახებ დღეს, 24 მაისს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს ლელოს დეპუტატმა საბა ბუაძემ და ცოტნე კობერიძემ, გირჩი — მეტი თავისუფლების წევრმა.
დეტალები: ბუაძის თქმით, ლელო ბოიკოტის რეჟიმში დარჩება მანამ, სანამ პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვლება. მისი თქმით, პოლიტიკური ცხოვრება საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის საკრებულოში ვეღარ გაგრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში.
- "ეს რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსებს სახლებთან ხვდებიან ხელისუფლების ორგანიზებული კრიმინალები, როდესაც ბავშვებს უმოწყალოდ უსწორდება ფიზიკურად სპეცრაზმი და როდესაც მმართველი პარტია ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში და ვხედავთ უკვე სანქციების რეჟიმის ამოქმედებას, შეუძლებელი არის, რომ პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდეს ამ მოცემულობაში", — განაცხადა ბუაძემ.
- ცოტნე კობერიძის თქმით, საკრებულო გაურბის კონსტიტუციური ვალდებულებას, უზრუნველყოს ქვეყნის პროდასავლური კურსი:
- "მიუხედავად იმისა, რომ აქ ადამიანებს სცემენ, ქუჩაში ხვდებიან ბიტებით. ჩუმად არის აქ [თბილისის საკრებულოში] ყველა დეპუტატი და ხმა არავის ამოუღია. ჩვენთვის ეს სიჩუმე არის ის გედის სიმღერა, რომელიც "ქოცებს" აქვთ. ამიტომ, იყვნენ ახლა მარტო, ჩაატარონ სხდომები და უსმინონ ერთმანეთის სიჩუმეს, იმიტომ, რომ მათ ხმის ამოსაღები არაფერი დარჩათ".
კონტექსტი: 14 მაისს, პარლამენტში რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, პარტია ლელომ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ გადადიან ბოიკოტის რეჟიმში და აღარ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში.
- ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს შეუერთდა პარტია მოქალაქეებიც.
- გახარიას გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო ბოიკოტს არ უერთდებიან: " გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას", — თქვეს მათ.
15 მაისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ხალხთან ერთად იწყებენ.
- აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციონერი დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პროტესტის ნიშნად, შეწყვიტეს ყოველგვარი თანამშრომლობა ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან:
- "შეუძლებელია, მათ ესაუბრო რაიმე საკითხზე გარდა ერთისა, რომ დატოვონ ხელისუფლება."
16 მაისს, აჭარის მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ.
- "ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და მიიღო რუსული კანონი, სწორედ ამიტომ, ჩვენ ვწყვეტთ საკრებულოებში ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან", — განაცხადეს მათ ერთობლივ ბრიფინგზე.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები