ბეჟან ჯავახია 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი: "26 მაისი ჩვენ მოვიპოვეთ ევროპელთა მხარდაჭერით!"
ფოტო: Zinc
დღეს, 26 მაისს საქართველო მისი დამოუკიდებლობის 106 წელს ზეიმობს. სრულიად საქართველო ერთიანდება ამ დიდებული თარიღის ირგვლივ და იხსენებს წარსულს, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა. წელს საქართველო, პირველად ისტორიაში, ამ დღეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება, სტატუსით, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამაარსებლების ევროპული კურსის გაგრძელებაა. საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან და მას არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი ამ გზაზე.
დამოუკიდებლობის გზაზე, საქართველომ არა ერთ გამოწვევას უპასუხა, გამოიარა არაერთი კრიზისი თუ ომი, ამ გამოწვევებს დღესაც და წარსულშიც, საქართველო ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერით უმკლავდებოდა.
1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - ბეჟან ჯავახიას თქმით, საქართველოს ერთადერთი შემაფერხებელი დამოუკიდებლობისა და განვითარების გზაზე რუსეთი იყო, ხოლო მისი ჭეშმარიტი მხარდამჭერი ევროპა იყო და არის. მისივე განმარტებით, საქართველოს ისტორიული წარსული სრულად უკავშირდება კულტურით, ისტორიით თუ რელიგიით, ევროპას.
"ჩვენი ისტორიული წარსული გვკარნახობს, რომ საქართველოსთვის შეუქცევადია გზა ევროინტეგრაციისაკენ — 26 მაისი ჩვენ მოვიპოვეთ სწორედ ევროპელთა მხარდაჭერით! და ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ, სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და მისი ევროპული ღირებულებები" — ამბობს ჯავახია.
ერეკლე ნათაძე, 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი, ნოდარ ნათაძის შვილია. მისი ოჯახის 4-მა წევრმა სხვადასხვა დროს ხელი მოაწერა, საქართველოს დამოუკიდებლობის (1918) და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტებს (1991). მისი თქმით, დამოუკიდებლობა ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელიც ევროკავშირის წევრობით უნდა დაგვირგვინდეს. მისვე განმარტებით, მამამისი, ნოდარ ნათაძეს საქართველოს დამოუკიდებლობის და ევროპელობის იდეის, თვით საბჭოთა კავშირში ყოფნის დროსაც სჯეროდათ.
"დღეს როდესაც კვლავ გაჩნდა საფრთხე, დღეს როდესაც მსოფლიოს ახალი წესრიგი უნდა შეიქმნას, საქართველო შეიძლება დარჩეს არაცივილიზებულ მხარეს. ამ საფრთხემ გამოაღვიძა ის ,მოწოდებები, რომლებიც იყო დამოუკიდებლობის აღდგენის დროს, ახალმა თაობამ გაიხსენა ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება საერთოდ არ უნახავთ და არც მოსწრებიან, მაგრამ გაუგიათ მათი შეუპოვარი და ბრძოლის შესახებ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ევროკავშირის გზაზე არაფრით შეიძლება უკან დახევა და მე მჯერა რომ ეს არ მოხდება", — ამბობს ნათაძე.
კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის, ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ზეიმობს მასთან ერთად და სჯერა, რომ საქართველო, მისი ღირებულებებით, დამოუკიდებლობის უშრეტი სურვილით გააძლიერებს ერთიან ევროპულ ოჯახს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები