წიგნი თავისუფლებისთვის ბრძოლაზე — რას კითხულობს Gen Z
ფოტო: Palitra L
Gen Z-ის განსაკუთრებულ ხასიათზე დიდი ხანია, რაც ქართველი საზოგადოება ალაპარაკდა — გასულ წელს, მარტში დაწყებული აქციების დროს მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ეს თაობა გახდა და გასაკვირი არაა, რომ წელს, იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩენილები უფრო დიდი შემართებით იბრძვიან თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის. Palitra L-ის ერთ-ერთი წარმატებული სერია, Liberteens სწორედ ამ თაობისგანაა შემდგარი.
ლიბერთინსელები ლიტერატურას უცხო ენაზე კითხულობენ და ცდილობენ, ისეთი წიგნები აარჩიონ, რომლებიც მათი თანატოლებისთვის საინტერესო იქნება — რუტა სეპეტისის უნდა გიღალატო სწორედ მათი შერჩეული წიგნია, რომელიც ლიბერთინსის სერიის ფარგლებში გამოიცა და რომელიც ახალი თაობის ფასეულობების ანარეკლია.
რუტა სეპეტისის წიგნში აღწერილია 1989 წელი, ის პერიოდი, როცა მთელ ევროპაში ერთიმეორის მიყოლებით ემხობოდა კომუნისტური რეჟიმები, მაგრამ კვლავ მყარად იდგა რუმინეთის სისხლიანი დიქტატორის, ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმი. უნდა გიღალატო აღწერს ქვეყანაში მკაცრ კონტროლს, საყოველთაო თვალთვალსა და შიმშილს.
ლიბერთინსის ახალი წიგნის მთავარ როლში 17 წლის მოსწავლე, კრისტიან ფლორესკუა, რომელსაც ყველაზე მეტად თავისუფლება სურს, მაგრამ დიქტატორის სპეცსამსახურის, სეკურიტატეს მარწუხებში მოქცეული ვერაფერს ბედავს. ამ პერიოდის რუმინეთში ხომ აკრძალული იყო ყოველივე ადამიანური, სულ მცირე გადაცდომისთვისაც კი ადამიანს ციხეში აგდებდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ.
17 წლის ბიჭმა კი ზუსტად იცის, რომ მისი გაჩანაგებული ქვეყნის საზღვრებს გარეთ თავისუფალი სამყაროა. მის წინაშე კი არჩევანია — იყოს სეკურიტატეს იძულებითი ინფორმატორი ან შეებრძოლოს რეჟიმს.
სეპეტისი დიქტატურის პირობებში ცხოვრების ნათელ სურათს აღწერს, სადაც შიში ყველგან არის და ნდობა კი - ფუფუნებაა. კრისტიანის ისტორია არის იმის შეხსენება, თუ რა ფასი აქვს თავისუფლებას.
უნდა გიღალატო წინააღმდეგობის, გამძლეობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის თემებით ქართველი ახალგაზრდების გამოცდილებებსა და მისწრაფებებს ეხმიანება. Gen Z ის თაობაა, რომელიც თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდა, ამიტომ ისინი მზად არიან, თავიანთი ერის სუვერენიტეტი და დემოკრატიული ღირებულებები ბოლომდე დაიცვან.
უნდა გიღალატო ახალგაზრდებს ისტორიულ კონტექსტს აცნობს, სთავაზობს ახალ პერსპექტივებს და შთააგონებენ მკითხველს დაფიქრდნენ საკუთარ ცხოვრებასა და საზოგადოებებზე. ქართველი თინეიჯერებისთვის, კრისტიანის დაუმორჩილებლობის შესახებ კითხვა რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ აძლიერებს მათ გადაწყვეტილებას, არასოდეს დაუშვან ისტორიის გამეორება.
რუტა სეპეტისის წიგნი არის შეხსენება იმისა, თუ რა შეიძლება დავკარგოთ და, შესაბამისად, რა უნდა დავიცვათ ნებისმიერ ფასად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები