არქიეპისკოპოსმა გალსტანიანმა მღვდელმსახურება შეიჩერა, რათა სომხეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლოს
ფოტო: Hetq
არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა, რომელიც ანტისამთავრობო მოძრაობის "ტავუში სამშობლოსთვის“ ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ აპირებს პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას.
ამის შესახებ მან გუშინ, 26 მაისს განაცხადა, მისი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მასობრივ დემონსტრაციაზე ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე. დემონსტრაციას 23 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
"ტავუში სამშობლოსთვის" აზერბაიჯანთან დელიმიტაციის პროცესის წინააღმდეგ შეიქმნა. ეს პროცესი ტავუშში 20 აპრილს დაიწყო.
კვირას, გამოსვლისას, გალსტანიანმა თქვა, რომ მან მიმართა სომხურ ეკლესიას, "გაეყინა მისი 30-წლიანი სულიერი მსახურება". მან აღნიშნა, რომ შეწყვიტა მღვდელმსახურება, პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან საუბრის შემდეგ, რომლებიც დაეთანხმნენ, რომ მღვდლის რანგში, პრემიერ-მინისტრობისთვის ვერ იბრძოლებდა.
დღეს, 26 მაისს, სომხურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ გალსტანიანის "საეპისკოპოსო ორდენი შენარჩუნებულია, [თუმცა] მისი საეკლესიო და ადმინისტრაციული სამსახური შეჩერებულია".
თუმცა, როგორც სომხეთ-კანადის ორმაგი მოქალაქე, გალსტანიანს, კონსტიტუციურად, არ აქვს პრემიერ-მინისტრობის უფლება.
კითხვაზე, თუ როგორ აპირებდა პრემიერ-მინისტრობის თანამდებობის დაკავებას, კონსტიტუციური ბარიერის გათვალისწინებით, გალსტანიანმა თქვა, რომ ის "იმოქმედებს კანონის მოთხოვნების შესაბამისად და ყველა შესაძლო სამართლებრივი გზით".
საპროტესტო აქცია ერევანში, წყალდიდობა ჩრდილოეთში
საპროტესტო აქციის დროს გალსტანიანმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები აპირებდნენ მსვლელობას ერევანში ფაშინიანის რეზიდენციისკენ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შესახვედრად.
რეზიდენციასთან "ტავუში სამშობლოსთვის" ლიდერები სიტყვით გამოვიდნენ.
კვირას, საპროტესტო აქციის დროს, გალსტანიანმა მოუწოდა საზოგადოებას, ორშაბათ დილიდან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტები დაეწყოთ, მაგრამ მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, არ გადაეკეტათ გზები ლორისა და ტავუშის მიმართულებით, ეს ორი პროვინცია მძიმე წყალდიდობის შედეგად დაზარალდა.
ძლიერმა ნალექმა, შაბათ-კვირას, ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია ჩრდილოეთით მდებარე ორ პროვინციაში, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
ორშაბათის მდგომარეობით, სულ 284 მომიტინგე დააკავეს დაუმორჩილებლობის აქტების ჩატარების გამო, 278 კი იმავე დღეს გაათავისუფლეს.
დღეს სპეცრაზმი სომხეთის ალიანსის დეპუტატ აშოტ სიმონიანსაც გაუსწორდა ფიზიკურად. ინციდენტის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმის თანამშრომლები სიმონიანს გარს ეხვევიან, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, მიწაზე აგდებენ და სცემენ.
მოძრაობა "ტავუში სამშობლოსთვის" აცხადებს, რომ ერთი აქციის მონაწილე, პოლიციელების მიერ ცემის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
პოლიციამ, ასევე, გამოიყენა ცრემლსადენი გაზი ერევანსა და სისიანში, მომიტინგეების დასაშლელად. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ მათ მიიღეს პოლიციიდან ცნობები იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილემ პოლიციის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მანიფესტანტი, მოგვიანებით, დააკავეს.
მთიანი ყარაბაღის ყოფილი ოფიციალური პირები "ახალისებენ ხალხს, დაესწრონ საპროტესტო აქციებს"
პარასკევს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, მთიანი ყარაბაღის ყოფილი ოფიციალური პირების შესახებ, სადაც მოსაუბრეები მსჯელობენ კვირის აქციის ორგანიზებასა და ხალხის მობილიზებაზე.
იმავე დღეს, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა დააკავა მამაკაცი, რომელიც, აქციაზე წასვლის სანაცვლოდ, მოსახლეობას ქრთამს აძლევდა. მოგვიანებით, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამაკაცი იყო ჰაიკ შამირიანი, მთიანი ყარაბაღის ასკერანის (ასგერანის) ყოფილი მერი.
შამირიანს შინაპატიმრობა მიუსაჯეს და დამატებით, ბრალი წაუყენეს თაღლითობასა და დოკუმენტების გაყალბებაში. გავრცელებული ინფორმაციით, იმავე ბრალდებით დააკავეს მთიანი ყარაბაღის ადგილობრივი თემის კიდევ რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი.
საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დაკავებულებმა 6000–დან 8000 დრამამდე ($15.5–$21) მოისყიდეს დაახლოებით 20 ადამიანი გეღარქუნიდან, რათა მონაწილეობა მიეღოთ აქციაში. მათ ბენზინის, საკვებისა და სასმელის ხარჯების ანაზღაურებაც შესთავაზეს.
ამ დაპატიმრებების შემდეგ გალსტანიანმა თქვა, რომ ეჭვობდა, მისი სასტუმროს ნომერში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების შესახებ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები