გიორგი მსხილაძე

28 May. 2024, 15:48

პირველ რიგში, მინდა დავიწყო "რატომ? — იმიტომ?"-ის განმარტებით.

იმიტომ, რომ ორი დღეა, ეს თემა, თქვენი აგიტაციისა და პროპაგანდის საკითხი გახდა და წარმოაჩენთ ისე, რომ, თითქოს, აღნიშნულ კანონზე ჩვენ სხვა არგუმენტაცია არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ "იმიტომ!".

ახლა გეტყვით, რატომ არ მოხდა უმრავლესობის მოსაწონი და მისაღები კანონპროექტის ალტერნატივის შემოთავაზება ჩვენს ვეტოში.

პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარებოდა, შეუძლებელი იყო, რადგან კანონი სრულად, თავიდან ბოლომდე, იყო ანტიკონსტიტუციური, მათ შორის ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციით განმტკიცებულ ევროინტეგრაციის მიზანს — არის [კანონი] ანტიევროპული, ანტიქართული და მაშასადამე, რუსული.

ვისთვისაც ეს არგუმენტები მიუღებელია, მათ შეიძლება გამოიყენონ სიტყვა, "იმიტომ!".

თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ დღეს, 28 მაისს, პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები, რუსულ კანონზე, პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ.

გუშინ, 27 მაისს, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…