ხელმისაწვდომი, გამძლე და სანდო ტექნიკა ქართველი ფერმერებისთვის
ფოტო: თეგეტა
როცა საქმე ტრადიციული კულტურების დამუშავებას ეხება, ფერმერების ნაწილისთვის მთავარი გამოცდილებაა, ნაწილი კი ინოვაციურ ხერხებს ანიჭებს უპირატესობას. რა მოხდება, თუ ხანგრძლივ გამოცდილებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გავაერთიანებთ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში Zetor-ის ტრაქტორების შესწავლა დაგვეხმარება.
Zetor ჩეხური ბრენდია, რომელსაც საქართველოში თეგეტა აგრი წარმოადგენს. ბრენდი 1946 წლიდან აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და განსაკუთრებით ცნობილია ტრაქტორებით. კომპანიას ისეთი აღჭურვილობის წარმოების ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც სიმარტივით, გამძლეობითა და ხელმისაწვდომობით გამოირჩევა, რაც მცირე და საშუალო ზომის მეურნეობებისთვის იდეალურ ვარიანტად აქცევს.
კითხვაზე, რატომ Zetor? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ 1,3 მილიონზე მეტი მომხმარებელი არ შეიძლება ცდებოდეს. სწორედ ამდენი ტრაქტორი შეიქმნა 1946 წლიდან დღემდე Zetor-ის ბრენდის ლოგოთი და მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა.
ტრაქტორები აღჭურვილია ძლიერი და ეფექტური დიზელის ძრავებით, რომლებიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო დავალებების შესრულებას, ხვნიდან გადაზიდვამდე. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს გადაცემათა კოლოფებს, მათ შორის მექანიკურ და Powershift ტრანსმისიებს, ასევე სინქრონიზებულ ან შატლის ცვლის ვარიანტებს — ეს ტრანსმისიები შექმნილია იმისთვის, რომ სიჩქარის გლუვი ცვლილებები უზრუნველყოს.
ტრაქტორები აგებულია გამძლე კონსტრუქციით, მაღალი ხარისხის მასალებით და უძლებს ფერმაში მუშაობის სიმძიმესა და არახელსაყრელ საოპერაციო პირობებს. ამავდროულად, მრავალფუნქციურია და შეესაბამება სხვადასხვა საჭიროებას. ეს გულისხმობს კომფორტულ კაბინებს ერგონომიული კონტროლით და ჰიდრავლიკურ სისტემებს, რაც ფერმერს საშუალებას აძლევს, ისე დააკონფიგურიროს ტრაქტორი, რომ მის სპეციფიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.
რა თქმა უნდა, ქართველი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკური მახასიათებლები, არამედ რეალური ეფექტიანობა. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი გამოცდილება, ვინც ამ ტრაქტორებით უკვე ისარგებლა. სხვადასხვა ქვეყნიდან ფერმერები ამბობენ, რომ Zetor-ის ტრაქტორები უმკლავდება ყველა დავალებას, აქვს დაბალი საოპერაციო ხარჯები და არის გამძლე. ასევე, ხაზს უსვამენ, რომ ეს იაფი, მარტივი და სანდო ტექნიკაა.
იმისთვის, რომ გავაანალიზოთ, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს ტრაქტორები ქართულ სოფლის მეურნეობაში, რამდენიმე ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში, ჩვენი მრავალფეროვანი რელიეფი, რომელიც ასეთივე მრავალფეროვან და გამძლე ტექნიკას საჭიროებს. Zetor-ის ტრაქტორები მარტივად ახერხებს რთულ ლანდშაფტში ნავიგაციას.
ასევე, სხვადასხვა ზომის ტექნიკის არჩევანით შესაძლებელია როგორც მცირე მეურნეობის, ისე მსხვილი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დამუშავება. რაც მთავარია, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი მრავალფეროვანია და არაერთ კულტურას მოიცავს, ზეტორის ტრაქტორები კი სხვადასხვა ხელსაწყოს დახმარებით ფერმერებს ამის საშუალებას აძლევს. შესაბამისად, კახეთის ვენახებისა და ქართლის მინდვრების დამუშავება ერთნაირად ეფექტურად იქნება შესაძლებელი.
ეკონომიკური პირობების ფონზე მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობაც. Zetor-ის ტრაქტორები, სხვა ბრენდებთან შედარებით, კონკურენტული ფასებით და დაბალი ტექნიკური ხარჯებით გამოირჩევა.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის, Tegeta Construction Equipment-ის ახალი მიმართულება, თეგეტა არგი 2023 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ევროპული და ამერიკული ბრენდებით ამარაგებს ქართულ ბაზარს. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ მსხვილ აგრო ტექნიკის მწარმოებელ ბრენდებს, როგორებიცაა: Fendt, Valtra, Goldoni, JCB და Zetor-ი. თეგეტა აგრის Fendt-ისა და Valtra-ს ოფიციალური დისტრიბუტორის სერტიფიკატიც გადაეცა, ორივე მათგანი გაერთიანებულია ამერიკულ კორპორაცია AGCO-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის მხრივ მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები