ციხანოუსკაია: ბელარუსი და ქართველი ხალხის მომავალი ევროპაშია და არა — რუსეთში
ფოტო: Sergei Gapon / AFP
"მე და ბელარუსი ხალხი თქვენ გვერდით ვართ“, — ასე მიმართავს ბელარუსი ხალხის ლიდერი და სამშობლოდან დევნილი ოპოზიციონერი სვიატლანა ციხანოუსკაია საქართველოს მოქალაქეებს და მოუწოდებს არ შეწყვიტონ ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
"ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც სრულად შაბათს, "ტვ პირველის" ეთერში გადაცემაში "ხედვა ვაშინგტონიდან" გავა, ციხანოუსკაია ამბობს, რომ როგორც საქართველოს, ასევე - ბელარუსის ადგილი ევროპაშია.
"რა თქმა უნდა, საქართველოც და ბელარუსიც იმსახურებს, რომ იყვნენ დამოუკიდებელი, ევროპელი ერები. ჩვენი ერების მომავალი ევროპაშია და არა — რუსეთთან. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნები, ორი ერი — ბელარუსი და ქართველი ხალხი — ცხოვრობდა იმპერიის ჩრდილში, რუსეთის იმპერიის ჩრდილში და ეს საკმარისია. ორივე ერი იმსახურებს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ევროპულ მომავალს”, — ამბობს ციხანოუსკაია “ამერიკის ხმასთან” საუბრისას და განმარტავს, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონი ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ, ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
“ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯები იმისკენ, რაც მოხდა ბელარუსში, სადაც დღეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ლიკვიდირებულია, განადგურებულია თავისუფალი მედია, პოლიტიკური სივრცე ცარიელია... იმედი მაქვს, რომ ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი ერთად იპოვის გამოსავალს ევროპული მომავლისთვის”, — აცხადებს ციხანოუსკაია.
სვიატლანა ციხანოუსკაია ბელარუსში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატად მას შემდეგ იქცა, რაც მისი მეუღლე, ოპოზიციონერი სერგეი ციხანოუსკი დააპატიმრეს და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა ვეღარ შეძლო.
2020 წელს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები არადემოკრატულად, არასამართლიანად და გაყალბებულად მიიჩნევს, ოფიციალურად კვლავ ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, თუმცა ევროკავშირშიც და ამერიკაშიც ციხანოუსკაიას ბელარუსი ხალხის რჩეულად მიიჩნევენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები