DRI: დაკავებისას, მეფარიშვილი სასტიკად სცემეს; ოკრიბელაშვილის მამა აიძულეს, შვილის საწინააღმდეგო ჩვენებაზე ხელი მოეწერა
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოკლედ: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) წერს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, დაკავების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საბა მეფარიშვილი სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც მან სახის და ორივე ფეხის არეში დაზიანებები მიიღო.
- DRI აქციაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის ინტერესებს იცავს.
დეტალები: DRI-ის მიხედვით, ორივე მოქალაქის დაკავებისას, ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. მათივე თქმით, დაკავებულებს არ მიეცათ დაცვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, შედეგად კი, მოსალოდნელი ძალადობის შიშით, პოლიციის განყოფილებაში ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, რომელთა შინაარსს არ გასცნობიან.
- DRI წერს, რომ შსს-ს თანამშრომლებმა ომარ ოკრიბელაშვილის მამა აიძულეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შენობაში მისულიყო და შვილის საწინააღმდეგო ჩვენებაზე ხელი იძულებით მოაწერინეს.
- "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება, უარი თქვას ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, თუმცა დაკავებულის მამისთვის ეს უფლება არ განუმარტავთ", — წერს DRI.
წინასწარი პატიმრობის შეფარდება: DRI-ის მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილს ბრალი ედებათ ნივთის დაზიანებაში. დაკავებულებს საქართველოს პროკურატურა პარლამენტის წინ რკინის ჯებირის დაზიანებას და სახელმწიფოსთვის 400 ლარის ოდენობის ზიანის მიყენებას ედავება.
- ასანაზღაურებელი თანხის მცირე მოცულობის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
DRI-ის შეფასებით, პრობლემურია სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს.
- DRI-მ აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით ჯერ კიდევ 2024 წლის მარტში მიმართა.
- ორგანიზაციის შეფასებით, მუხლის, რომელიც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ჯგუფურად, ნორმატიული შინაარსი და მისთვის გათვალისწინებული უალტერნატივო სასჯელი — თავისუფლების აღკვეთა ვადით 3-დან 6 წლამდე, შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, კერძოდ, ღირსებისა და თანასწორობის უფლებასთან.
წინასწარი პატიმრობის პირობები: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი წერს, რომ ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან.
- დაკავებულების განცხადებით, ადვოკატების და სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტამდე, საკანში ჯოჯოხეთურ პირობებში უწევდათ ყოფნა. საკანში მათ მიმართ შექმნილი მტრული გარემო საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობას უკავშირდებოდა.
- "ამჟამინდელი მდგომარეობით, ადვოკატებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტის შემდეგ, დაკავებულების მდგომარეობა გაუმჯობესებულია", — წერს DRI.
კონტექსტი: შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 16 მაისს განაცხადა, რომ 14 მაისს, პარლამენტთან, რუსული კანონის საპროტესტო აქციებში მონაწილე ორი პირი დააკავა.
- 14 მაისს, პარლამენტში, რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია — მათ შორის, რუსთაველის გამზირის ნაწილი, აქციის მონაწილეებისგან ძალის გამოყენებით გაწმინდა. გამოიყენეს წიწაკის სპრეიც.
- შსს-მ საპროტესტო აქციაზე 13 პირი დააკავა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები