ეუთო/ოდირი ე.წ უცხოეთის აგენტებზე — შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებების კანონთან
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი [ODIHR - ოდირი], საქართველოში პარლამენტის მიერ მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. ოდირის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ “საქართველოში ახლად შემოღებული კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის საერთაშორისო უფლებების სტანდარტთან და ქვეყნის, როგორც ეუთოს წევრის ვალდებულებებთან. [კანონი] უნდა გაუქმდეს”.
ოდირის მიერ გამოქვეყნებული იურიდიული დასკვნის მიხედვით, კანონი ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, ვინაიდან, ის სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას “უცხოური ძალების ინტერესების გამტარად” მხოლოდ იმიტომ მოიხსენებს, რომ ისინი დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ.
ოდირის განცხადებაში, ასევე, ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ საქართველოში მიღებული ე.წ “უცხოეთის აგენტების” კანონი არ ჰგავს, მაგალითად, ამერიკულ "ფარას", როგორც ამას ხშირად მიუთითებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.
"მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" (ე.წ. "ფარა"), ან ავსტრალიური "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი" ფუნდამენტურად განსხვავებულია თავისი მიზნებითა და შინაარსით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიები, ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ხელისუფლების სახელით უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებაში, ან ლობირებაში, საჯაროდ იყვნენ დარეგისტრირებულნი - ის არ ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, ან მედია უცხოური [ძალის] წარმომადგენლები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ”, - წერია ეუთო-ოდირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოდირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უკან გაიწვიოს კანონი და "გადადგას ნაბიჯები, რათა ქვეყნის კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში იყოს".
ოდირში თვლიან, რომ შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დაეკისროთ გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ისინი ადამიანი უფლებებთან უნდა იყვნენ შესაბამისობაში და არ უნდა ისახავდნენ ხელისუფების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღებას. ასევე, "არ უნდა იყოს მიჩნეული, რომ სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, ვინც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს, უცხო ქვეყნების ინტერესებს ატარებს.
განცხადებაში წერია, რომ “ოდირი მზადაა სამომავლოდაც გაუწიოს დახმარება [ხელისუფლების] ოფიციალურ პირებს, საკანონმდებლო, ან სხვა ტიპის ალტერნატივების მოძიებაში, რათა პასუხი გაეცეს ყველა კონკრეტულ შეშფოთებას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად”.
ოდირის იურიდიული დასკვნის შინაარსს იზიარებს ვენეციის კომისიაც. ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ დასკვნა 21 მაისს გამოაქვეყნა. 24-გვერდიან დასკვნაში დეტალურადაა განხილული ე.წ "უცხოეთის აგენტების კანონი“, მისი მიღების წინაპირობები, ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და მისი მიზანშეწონილობა.
ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობას კანონის უკან გაწვევის რეკომენდაცია მისცა, ვინაიდან მათი აზრით, ეს კანონი ბევრ, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების უფლებებს არღვევს.
საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის ნაწილის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის" კანონს სამი მოსმენით უყარა კენჭი. 28 მაისს კი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებული ვეტოც დაძლია.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები