ქეთევან თურაზაშვილი

31 May. 2024, 15:00

რეკვების ახალი ტალღა დაიწყო, როგორც ჩანს, მათ ჩემი ყველა ოჯახის წევრის ნომერი იციან. გუშინ, ღამის 12 საათზე შემოვიდა ზარი ჯერ ჩემს ქმართან, ზარს ვერ მიასწრო. დაახლოებით, 12 წუთში იმავე ნომრიდან შევიდა ზარი ჩემს დასთან, რომელსაც დაემუქრნენ, შენი და არ იქცევა სწორად და "მიაყენოს", ან ქმარზე იფიქროს, ან შვილებზეო...

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, უკვე რამდენიმე კვირაა, გაურკვეველი პირები ჩემი ოჯახის წევრებს ქუჩაში ხვდებიან.

ჩემს 23 წლის შვილს მანქანით გადაუდგნენ და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, სრულიად უკანონოდ გაჩხრიკეს, შემდეგ ჯერზე კი უკვე კაფეში მიაკითხა შეიარაღებულმა შუა ხნის მამაკაცმა და მუსიკოსების მისამართით იგინებოდა...

ქუჩაში დაგვხვდნენ მე და ჩემს ქმარსაც, როცა მცირეწლოვან შვილთან ერთად გვიან ღამით სახლში ვბრუნდებოდით.

ვაპირებ, მივმართო შესაბამის საგამოძიებო უწყებებს. თუმცა, სანამ მათ მივმართავ, კითხვა მაქვს მობილურ ოპერატორებთან, რანაირად ხდება, რომ ნომრებზე, საიდანაც გვირეკავენ და გვემუქრებიან, უკან დარეკვისას გვპასუხობს რომ "ნომერი რეგისტრირებული არ არის"?! რა დანიშნულებით და ვისზე გასცემთ ასეთ ნომრებს? საინტერესოა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საერთოდ ფუნქციონირებს ამ ქვეყანაში?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…