რა უნდა ვიცოდეთ ნაირფერ პიტირიაზზე? — ინტერვიუ დერმატოლოგთან
ფოტო: თოდუას კლინიკ
ნაირფერი პიტირიაზი მთელ მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც გვხვდება ორივე სქესის წარმომადგენლებსა და ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში – ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებში. უფრო დეტალურად დაავადებაზე თოდუას კლინიკის დერმატოლოგი, ნათია თოდუა გვესაუბრა.
რა არის ნაირფერი პიტირიაზი და რა იწვევს მას?
ნაირფერი პიტირიაზი კანის სოკოვანი ინფექციაა, რომლის დროსაც ირღვევა კანის ნორმალური პიგმენტაცია და თავს იჩენს მუქი, თეთრი ან მოვარდისფრო ლაქები.
ნაირფერ პიტირიაზს იწვევს სოკო Malassezia, რომელიც ნებისმიერი კანის ნორმალური მიკრობიომის შემადგენლობაში გვხვდება, უმეტესწილად ცხიმოვან ანატომიურ მიდამოებში. მათ ჭარბად გამრავლებას გავლენა აქვს კანის პიგმენტაციაზე, სწორად ამიტომ ვითარდება ზემოხსენებული ლაქები.
რა ფაქტორები უწყობს ხელს ნაირფერი პიტირიაზის განვითარებას და წელიწადის რა დროს იმატებს მისი შემთხვევები?
ნაირფერი პიტირიაზის გაჩენას ხელს უწყობს ცხელი და ნესტიანი ამინდი, შესაბამისად, შემთხვევათა რაოდენობა იმატებს ზაფხულის პერიოდში. იგი შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს ჭარბოფლიანობასთან და ტანის ზეთის გამოყენებასთან. ხშირად გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარგანწყობა და იმუნიტეტის დაქვეითება.
რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას?
ნაირფერი პიტირიაზის დროს კანზე წარმოიქმნება ჰიპერპიგმენტური (უმეტესწილად ღია ან მუქი ყავისფერი), ჰიპოპიგმენტური (თეთრი) ან მოვარდისფრო მსუბუქად აქერცვლადი ოვალური ფორმის ლაქები, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება მსუბუქი ქავილითაც ხასიათდებოდეს. თვითონ დაავადების სახელწოდებაც ნაირფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ლაქებს შეუძლია დროთა განმავლობაში ფერი შეიცვალოს, მაგალითად, ყავისფერი შეფერილობიდან გადავიდეს მოთეთრო ფერში. ლაქები ძირითადად ვლინდება ზედა კიდურების და ტანის მიდამოში. ბავშვებში მათ შესაძლოა თავი იჩინონ სახეზეც.
როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს და როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა?
პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, როდესაც ტანისა და ზემო კიდურების მიდამოში შეამჩნევს კანის აჭრელებას მასზე ლაქების გაჩენის შედეგად. პაციენტის ფიზიკური დათვალიერება, როგორც წესი, საკმარისია დიაგნოზის დასასმელად.
ნაირფერი პიტირიაზის მკურნალობა ხდება ადგილობრივად, სოკოს საწინააღმდეგო
შამპუნებითა და კრემებით. სისტემური მკურნალობა, რაც გულისხმობს დასალევი
მედიკამენტის მიღებას, ხშირ შემთხვევაში საჭირო არ არის. მკურნალობა სრულიად
უსაფრთხოა, თუმცა თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე რაიმე საშუალების გამოყენება, სასურველი არ არის.
რა გართულებები შეიძლება წარმოიქმნას დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში?
ნაირფერ პიტირიაზს არ ახასიათებს რაიმე ტიპის სერიოზული გართულებები. უმეტესწილად უყურადღებოდ დატოვებულმა ამ კონკრეტულმა მდგომარეობამ კანზე
შეიძლება დატოვოს პერმანენტული თეთრი ლაქები და კანის ბუნებრივი ფერი აღარ
აღდგეს.
შესაძლებელია თუ არა ნაირფერი პიტირიაზის პრევენცია? რა რეკომენდაციებს მისცემდით პაციენტებს?
ნაირფერი პიტირიაზი მიეკუთვნება მორეციდივე დაავადებების რიცხვს, ამიტომ
წარმატებულად ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ხელსაყრელ პირობებში
(როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცხელ და ტენიან ამინდში, ჭარბოფლიანობისას) მან
მარტივად შეიძლება იჩინოს ახლიდან თავი და ხელახლა გახდეს მკურნალობის
კურსის ჩატარება საჭირო.
მაქსიმალური პრევენციისთვის პაციენტებს შეუძლიათ გამოიყენონ კეტოკონაზოლის შემცველი შამპუნი კვირაში 2-3 ჯერ შხაპის დროს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები