სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი გაფლანგვის საქმეზე გამართლდა
ფოტო: სარგსიანის პრესსამსახური
სომხეთის მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 2013 წელს, სახელმწიფოსგან 489 მილიონი დრამის (1.3 მილიონი დოლარი) გაფლანგვის საქმეზე გამართლდა.
სარგსიანი ბრალდებებს უარყოფს. საქმეს მისმა რესპუბლიკურმა პარტიამ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, სარგსიანს პატიმრობა არ ემუქრებოდა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
"არ ვარ ძალიან ბედნიერი ამ გადაწყვეტილებით, ან სხვა გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, ტრაგიკული იქნებოდა ჩემთვის... ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ხანდაზმულობის ვადა დიდი ხნის წინ იყო გასული, ჩემთვის ამას, პირველ რიგში, მორალური ღირებულება აქვს”, — განუცხადა სარგსიანმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
სარგსიანმა თქვა, რომ ის ელოდება, რომ პროკურორები გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას და მოუწოდებს მხარდამჭერებს, არ ეგონოთ, რომ სომხეთის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია.
"ერთი, ორი, სამი თუ ოთხი მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ განსაზღვროს, არის თუ არა სამართლიანობა თავის სიმაღლეზე ჩვენს ქვეყანაში“,— თქვა მან.
სარგსიანს ბრალად ედებოდა სახელმწიფო ფულის გაფლანგვა, სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამის საშუალებით, რომელიც ფერმერებს იაფი ბენზინით ამარაგებდა. საქმის მიხედვით, ის საწვავის მიმწოდებლის სამთავრობო ტენდერში ჩაერია.
სარგსიანს, ასევე, წაუყენეს ბრალი სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავის არასათანადო გამოყენებაში, მაგრამ ეს ბრალდებები გასული წლის სექტემბერში მოიხსნა.
2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ბრალი წაუყენეს უამრავ მაღალჩინოსანს; ბრალდებულთა შორის არის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანიც, რომელსაც 2008 წელს "კონსტიტუციური წესრიგის დამხობის“ ბრალდებით ასამართლებდნენ, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა. ეს ბრალდებები 2021 წელს მოიხსნა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები