აჭარის არასამთავრობო ორგანიზაციები, სიცოცხლის მოსპობის მუქარის ზარებზე, პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ
რა ხდება: აჭარის არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ბათუმში, 31 მაისიდან რუსული კანონის საპროტესტო აქციებში ჩართულ პირებს, უფლებადამცველების და მათი ოჯახის წევრებს, ყოველდღიურად ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს/აჭარის პროკურატურას
- დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, რომელთა მიერ დანაშაულის ჩადენაც შესაძლებელია არაერთი მტკიცებულებით დადასტურდეს;
- უმოკლეს ვადებში მიანიჭოს პირებს დაზარალებულის სტატუსი;
- საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყების, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და გამოძიების შედეგების შესახებ.
დეტალები: განცხადების მიხედვით, ზარის განმახორციელებლები იყენებენ სიძულვილის ენას, ადრესატებს ემუქრებიან ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობით, მიმართავენ შემდეგი სიტყვებით: "აგაორთქლებთ", "გაგაქრობთ".
- "აქტივისტებთან, მათი ოჯახის ორსულ და არასრულწლოვან წევრებთან, სტუდენტებთან და მოსწავლეებთან განხორციელებული ზარების სისტემურობა, დავიწროებულ ადრესატთა წრე და სიხშირე აჩენს ვარაუდს, რომ მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება", — წერენ არასამთავროები.
- მათივე თქმით, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელი სახლის კედლებზე, შეურაცხმყოფელი და ირიბი მუქარის შემცველი წარწერები და უცენზურო ნახატები გაკეთდა, რაც "მოქალაქეებს უჩენთ საფრთხის და დაუცველობის განცდას".
ორგანიზაციები წერენ, რომ ოცნების წევრმა დიმიტრი სამხარაძემ, პრაქტიკულად, აღიარა, რომ ბათუმში განხორციელებული უკანონო ქმედებები მმართველი გუნდის ორგანიზებულია. მანვე გააზიარა ვიდეომტკიცებულება თუ როგორ ტოვებენ წარწერებს ოფისებთან და საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, აქტივისტების საცხოვრებელ სახლებთან წარწერებს, ჩანაწერებში ისმის მუქარა, შეურაცხმყოფელი ლექსიკა:
- "ეს ქართული ოცნების ე.წ. ტიტუშკების ხელწერა, უკანონობის დამკვეთი კი მმართველი პარტიაა", — წერია განცხადებაში.
ამ თემაზე: დეპუტატი დიტო სამხარაძე აღიარებს, რომ შეურაცხმყოფელი წარწერების ორგანიზატორი თავად არის
არასამთავროები მიიჩნევენ, რომ სატელეფონო ზარები და საცხოვრებელ სახლებთან გაკეთებული ვანდალიზმისა და მუქარის შინაარსის მქონე წარწერები ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით საქმის კვალიფიკაციის საფუძველს, კერძოდ:
- "აშკარაა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა;
- ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის გამო ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით;
- ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ასევე, აშკარაა სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტები".
განცხადებას ხელს აწერენ:
- თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი;
- მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი;
- დემოკრატიის ინსტიტუტი;
- ჩვენი თაობა;
- საორსა;
- შშმ ქალთა ალიანსი;
- ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი;
- სოლიდარობის თემი;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი;
- მწვანე სექტორი;
- ფლორა და ფაუნა;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო;
- ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის;
- ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;
- აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის;
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები