დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება
ფოტო: ტავუში სამშობლოსთვის
ანტისამთავრობო ჯგუფის "ტავუში სამშობლოსთვის" წევრებმა სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მათ მოითხოვეს 27 დაკავებულის გათავისუფლება და პოლიციის თანამშრომლების პასუხისგებაში მიცემა, მომიტინგეების მიმართ ძალადობისთვის.
მათი მოთხოვნა იყო, ასევე, კომიტეტის წარმომადგენელთან შეხვედრა, თუმცა მათ მოუწოდეს, რომ შეხვედრის შესახებ განცხადება შენობის დაცვის მეშვეობით შეეტანათ.
ისინი მოითხოვდნენ დაკავებული 27 მომიტინგის გათავისუფლებას და ასევე, გამოძიებას საპროტესტო აქციებზე პოლიციის ძალადობის ფაქტების შესახებ.
"მოვითხოვთ საგამოძიებო კომიტეტს, დაიწყოს პროცესი ყველა იმ ხულიგნის წინააღმდეგ, ვინც სცემეს და სცემდა 10, 20 და 7-კაციან ჯგუფებს“, — განაცხადა მოძრაობის ლიდერმა, მთავარეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა.
მისი თქმით, სამართალდამცავმა უწყებებმა მოქალაქეები უნდა დაიცვან და არა — შეაშინონ.
დემონსტრაციის დროს, მომიტინგეებს, საგამოძიებო კომიტეტის მიმდებარედ, ეჭირათ ჯაჭვები და სარკეები, რათა პოლიციელები "შეერცხვინათ" მომიტინგეების დარბევის გამო.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ მომიტინგეებმა ძალა გამოიყენეს პოლიციელების მიმართ, რათა გადაელახათ ბარიკადები და შესულიყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. აქციის მონაწილეთა ნაწილმა სხვა მომიტინგეებს შენობის დაკავებისკენ მოუწოდა.
ხელისუფლების თქმით, მანიფესტანტებთან ერთად, დაშავდა შვიდი პოლიციელიც. მოძრაობამ, საპასუხოდ, გაავრცელა ფოტოები მათი მხარდამჭერების მიერ მიყენებული დაზიანებების შესახებ.
მოძრაობამ "ტავუში სამშობლოსთვის“ გასულ თვეში პირობა დადო, რომ ჩაატარებდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტებს, მათი ფოკუსი გადავიდა სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში საზღვრის დელიმიტაციის პროცესის პროტესტიდან, მთავრობის გადადგომისკენ მოწოდებაზე.
ისინი ახორციელებენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტებს მას შემდეგ, რაც მომიტინგეების მიმართ პოლიციის ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ერთ ოპოზიციურ დეპუტატს, სომხეთის ალიანსის წევრს, აშოტ სიმონიანს სპეცრაზმი დაესხა თავს.
ორშაბათს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალურმა პროკურატურამ სიმონიანზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საპროტესტო აქციაზე გალსტანიანმა განაცხადა, რომ ფაშინიანს "სისხლის ხილვა სურს, მის გულს ეს უნდა".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები