აშშ-ში სკოლის გამოსაშვებზე მოსწავლემ დირექტორს ბიბლიოთეკაში აკრძალული წიგნი მიაწოდა
ფოტო: West Ada School District / YouTube
აშშ-ში, აიდაჰოს შტატის ერთ-ერთ სკოლაში ცოტა ხნის წინ გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. კურსდამთავრებულებს ღონისძიებაზე სასწავლო დაწესებულების და სასკოლო ოლქის წარმომადგენლებმა გადასცეს ატესტატები.
თუმცა, ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა, ანაბელ ჯენკინსმა, სასკოლო ოლქის დირექტორისთვის ხელის ჩამორთმევაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა და სანაცვლოდ მას ბიბლიოთეკაში აკრძალული წიგნი, მარგარეტ ეტვუდის მხევლის წიგნის გრაფიკული ვერსია, მიაწოდა.
გასული წლის მიწურულს ეს გამოცემა ერთ-ერთი იყო იმ ათი წიგნიდან, რომელიც ადგილობრივი სკოლების ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს. სასკოლო ოლქის ადმინისტრაციამ მაშინ განაცხადა, რომ წიგნებში წარმოდგენილი "ნატურალისტური სურათები" მოსწავლეებისთვის შეუფერებელი იყო.
"მივხვდი, რომ არ მინდოდა, სცენაზე ავსულიყავი, ატესტატი მიმეღო და დირექტორისთვის ხელი ჩამომერთმია", — აცხადებს ჯენკინსი, — "ასე რომ, ავედი და წიგნი ამოვიღე, რომ ხალხს დაენახა. მან კი [დირექტორმა] ხელები გადაიჯვარედინა და წიგნი არ გამომართვა".
ფოტო: West Ada School District / YouTube
საბოლოოდ, სკოლის კურსდამთავრებულმა მხევლის წიგნის ეგზემპლარი დირექტორს ფეხებთან დაუტოვა და სცენიდან ჩავიდა.
ჯენკინსმა გამოსაშვები ღონისძიების ეს დასამახსოვრებელი მომენტი ტიკტოკზეც გამოაქვეყნა. მის ვიდეოს ამ დროისთვის 2,7 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.
ჯენკინსის თქმით, მხევლის წიგნით პირველად მაშინ დაინტერესდა, როცა გაიგო, როგორ ედავებოდა მასწავლებელი ბიბლიოთეკარს ამ თემაზე. მოსწავლემ შენიშნა, რომ მასწავლებელს წიგნი საერთოდ არ ჰქონდა წაკითხული.
უკვე კურსდამთავრებული ანაბელი ამბობს, რომ სამომავლოდ ინგლისური ლიტერატურის სწავლა სურს. მისი თქმით, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მოსწონს, მაგრამ ჩათვალა, რომ ცენზურაზე ყურადღების გამახვილება აუცილებელი იყო.
ამერიკის პენცენტრის ცნობით, ქვეყანაში წიგნების აკრძალვის ტენდენცია მზარდია. ორგანიზაციის ინფორმაციით, მხოლოდ გასული წლის მეორე ნახევარში 23 შტატში და 53 სასკოლო ოლქში წიგნების აკრძალვის 4 349 შემთხვევა აღირიცხა. აკრძალულ წიგნებს შორის ჭარბობს ლგბტქ და არათეთრკანიანი ავტორების ნამუშევრები, ან ნაწარმოებები ამ თემაზე.
დისტოპიური რომანი მხევლის წიგნი, რომელიც 1985 წელს გამოიცა, თეოკრატიულ, ტოტალიტარულ რეჟიმში მცხოვრები, უფლებაჩამორთმეული ქალების შესახებ გვიყვება. იმის მიუხედავად, რომ ბოლო ათწლეულებში რომანის აკრძალვა არაერთხელ უცდიათ, მისი პოპულარობა არ განელებულა. 2017 წელს Hulu-ზე ნაწარმოების მიხედვით გადაღებული გახმაურებული სერიალის ჩვენებაც დაიწყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები