საქართველოში, ფაქტების გადამოწმების ოფისებზე თავდასხმის გამო, EFCSN-მა და IFCN-მა ევროკავშირის ხელმძღვანელობას მისწერეს
ფოტო: მითების დეტექტორი
რა ხდება: მითების დეტექტორი წერს, რომ იმ მუქარისა და შევიწროების მძიმე კამპანიის ფონზე, რასაც ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები განიცდიან, ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელმა (EFCSN) და ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელმა (IFCN) ღია წერილი გაუგზავნეს ევროკავშირის ხელმძღვანელობას.
წერილის ადრესატები არიან:
- ურსულა ფონ დერ ლაიენი — ევროკომისიის პრეზიდენტი,
- ჯოზეფ ბორელ ფონტელესი — ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და
- ვერა იუროვა — ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში.
დეტალები: წერილის ავტორები წერენ, რომ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმას ხელს უწყობენ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, რომლებიც მათ კოლეგებს "უსამშობლო აგენტებად და ნეოფაშისტებად" მოიხსენიებენ.
- ავტორები მიუთითებენ, რომ თავდასხმების კამპანია მიმდინარეობს რუსული კანონის ფონზე, რომლის გაუქმების შესახებ რეკომენდაცია ვენეციის კომისიამაც გასცა.
- "ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების, მათ შორის ჩვენი კოლეგების შევიწროება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის კიდევ ერთი მცდელობაა, ვინაიდან ორგანიზაციების დევნა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ, განაგრძონ საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება", — ვკითხულობთ წერილში.
წერილის ავტორები ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, რომ ვინაიდან დაშინების კამპანია მიმდინარეობს ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს ფაქტების გადამმოწმებლების შევიწროება:
- EFCSN და IFCN აღნიშნავენ, რომ მითების დეტექტორი და ფაქტ-მეტრი მათი საზოგადოების წევრები არიან და მათი დამოუკიდებლობის, გამჭვირვალეობისა და მეთოდოლოგიური სტანდარტების შეფასება ყოველწლიურად დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ხდება:
- "ისინი აღნიშნული კამპანიის სამიზნე იმიტომ გახდნენ, რომ მათი საქმიანობა სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება; გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, რათა უზრუნველყოთ აღნიშნული თავდასხმების შეჩერება".
კონტექსტი: 30 მაისს, უცნობმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების ოფისის კედლებზე, მუქარის შემცველი წარწერები დატოვეს.
წარწერები "მთის ამბების" ოფისის კედლებზე
წარწერა მარო მაყაშვილის პოსტერზე, რომელიც პარტია "ევროპული საქართველოს" ოფისის კარზეა გაკრული
- მოგვიანებით, ქართული ოცნების დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ "აგენტების წამოწყებულ ბულინგს პასუხი გაეცა" და გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან კვერცხებს იმ შენობებს, სადაც ბრიტანეთის საკონსულოს სავიზო ცენტრი, ტვ BMG, პარტია ახალი და სხვა საერთაშორისო კომპანიების ოფისებია.
ამ თემაზე: დეპუტატი დიტო სამხარაძე აღიარებს, რომ შეურაცხმყოფელი წარწერების ორგანიზატორი თავად არის
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები