TI: ხელისუფლება ანაკლიის პორტს კორუფციული სკანდალებით ცნობილ ჩინურ სახელმწიფო კომპანიას ააშენებინებს
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირავლობა — საქართველო
მოკლედ: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო წერს, რომ რუსული კანონის მიღების პარალელურად, ანაკლიის პორტის პროექტში ამერიკის შეერთებული შტატებისგან სანქცირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიის შემოყვანა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების გაგრძელებაა.
TI-ის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის ინვესტორად კორუფციული სკანდალებით ცნობილი ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი შეარჩია.
- "ჩინური კომპანია გამორჩეულია კორუფციული სკანდალებით, რაც ზრდის საქართველოში კორუფციის იმპორტის რისკებს".
დეტალები: ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონი დოლარია. ანაკლიის პორტის 51% საქართველოს მთავრობის საკუთრებაში დარჩება, ხოლო 49%-იანი წილის მფლობელი ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი იქნება.
TI-ის ინფორმაციით, პორტის მშენებლობისთვის შერჩეული კონსორციუმში შედიან ჩინური სახელმწიფო კომპანია China Communications Construction Company Limited (CCCC) და China Harbour Investment Pte. Ltd, რომელიც სინგაპურშია რეგისტრირებული, მაგრამ იმავე ჩინური სახელმწიფო კომპანიის შვილობილია. ასევე, კონსორციუმის ქვეკონტრაქტორები არიან China Road and Bridge Corporation და Qingdao Port International Co.
- 2021 წლის ივნისიდან ჩინური კონსორციუმის წამყვან კომპანიას China Communications Construction Company Limited (CCCC) აშშ-ის მხრიდან შეზღუდვები აქვს დაწესებული.
- ის აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) კონსოლიდირებული სანქციების (Non-SDN) სიაშია შეყვანილი ჩინური სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ნაწილად ყოფნის გამო: "ამ სიაში შეყვანილ კომპანიებს არ ეზღუდებათ აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციები, მაგრამ გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარებიან".
- აშშ-ის ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციების შესაბამისად, თუ ამერიკულ კომპანიებს სურთ აღნიშნულ სიაში შემავალ კომპანიებთან ტრანზაქციების განხორციელება გარკვეული ტიპის ექსპორტზე, რეექსპორტზე, შიდა სახელმწიფოებრივი საქონლის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე, მთავრობისგან ნებართვა უნდა მოიპოვონ.
- "ეს ნიშნავს, რომ CCCC-თან თანამშრომლობით საქართველო არ არღვევს სანქციების რეჟიმს, თუმცა Non-SDN სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიას ეკრძალება ამერიკული წარმოების კომპონენტების შეძენა აშშ-ის მთავრობის ნებართვის გარეშე", — წერს TI.
TI წერს, რომ CCCC სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანიაა, რომელიც ფოკუსირებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე და ოპერირებაზე, მათ შორის პორტების, აეროპორტების და ა.შ.
- CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია აშშ-ის OFAC-ის სიაში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის არმიისთვის ხელოვნური კუნძულების მშენებლობის გამო მოხვდა. აშშ-ის შეფასებით, კუნძულების მშენებლობით საერთაშორისო სამართლის ნორმები დაირღვა.
CCCC რამდენიმეჯერ იყო მხილებული კორუფციულ ფაქტებში:
- 2009 წელს ფილიპინების მთავრობის გამოცხადებულ ტენდერში თაღლითობის ფაქტების აღმოჩენის გამო მსოფლიო ბანკმა CCCC-ს რვა წლით აუკრძალა მის პროექტებში მონაწილეობა;
- 2009 წელს ეკვატორულ გვინეაში CCCC-ს შვილობილმა კომპანიამ ქვეყნის პრეზიდენტის შვილს 19 მლნ დოლარის ქრთამი გადაუხადა ტენდერში დახმარების სანაცვლოდ;
- 2014 წელს ეკვადორში CCCC-ის შვილობილმა კომპანიამ მოწინავე ტექნოლოგიების განათლების ცენტრი ააშენა. აშენებიდან რამდენიმე წელში შენობის 80%-ზე მეტი უსარგებლო აღმოჩნდა უხარისხოდ მშენებლობის გამო;
- 2018 წელს ბანგლადეშის მთავრობამ CCCC-ის შვილობილ კომპანიას China Harbor Engineering Company-ს ბანგლადეშში საქმიანობა აუკრძალა საჯარო მოხელეების მოქრთამვის მცდელობის გამო;
- 2018 წელს მალაიზიის მთავრობამ შეაჩერა CCCC-ის სარკინიგზო პროექტი. მიზეზი აქაც კორუფცია იყო.
ორგანიზაცია წერს, რომ CCCC-ის შვილობილი კომპანია China Road and Bridge Corporation, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტშიც არის ჩართული, საქართველოში 2018 წლიდან საქმიანობს, კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთს აშენებს.
- სამშენებლო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) დააფინანსა.
- 2021 წლის ნოემბრიდან China Road and Bridge Corporation წნორის შემოვლით გზას აშენებს, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება.
ასევე, TI წერს, რომ აშშ-ის საელჩომ საქართველოში 2020 წლის 10 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია CCCC-თან დაკავშირებით, სადაც აღნიშნავს, რომ ჩინური კომპანიის საქმიანობა განვითარებად ქვეყნებში უხარისხო მშენებლობით, შრომის უფლებების დარღვევით, გარემოს დაზიანებით და არამდგრადი დავალიანებით გამოირჩევა.
- "მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს. მან დამატებით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საფრთხე არ დაემუქროს საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს, ან ქვეყნის ევროატლანტიკური პარტნიორების უსაფრთხოებას", — აღნიშნავს TI.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები