ქარტია: საქართველოს პარლამენტი დევნის და უპირისპირდება ჟურნალისტებს კრიტიკული მედიასაშუალებებიდან
მოკლედ: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ რუსული კანონის დამტკიცების შემდგომ, საქართველოს პარლამენტმა, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, რეპრესიული მექანიზმი ახალი შემართებით აამოქმედა.
- "პარლამენტი განაგრძობს, მისი თავმჯდომარის მიერ, 2023 წლის თებერვალში დამტკიცებული საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის გამოყენებას სადამსჯელო ინსტრუმენტად, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ", — წერია ქარტიის განცხადებაში.
რა მოხდა: ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას, აკრედიტაცია ერთი თვით ხალხის ძალის დეპუტატის, სოზარ სუბარის მიმართვის საფუძველზე, 3 ივნისს, შეუჩერდა.
- ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, 3 ივნისსავე, პარლამენტში მუშაობა ერთი თვით აეკრძალა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს ნინი ბალანჩივაძეს.
- ამავე დეპუტატის მოთხოვნით, 4 ივნისს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს სოფო გოზალიშვილს, რომელსაც სანქცია განმეორებით დაეკისრა.
- 21 მაისს აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს, ხალხის ძალის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით.
დეტალები: ქარტიის თქმით, ოთხივე ჟურნალისტისთვის პარლამენტის აპარატიდან გაგზავნილ წერილში სანქციის მიზეზად სტანდარტულად მითითებულია შემდეგი: "პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა".
- მედიასაშუალებები ეჭვობენ, რომ პარლამენტის აპარატი გადაწყვეტილებას ჟურნალისტების დასანქცირების თაობაზე მხოლოდ დეპუტატების დასმენის საფუძველზე, საქმის არსებითად განხილვის გარეშე იღებს.
- ასევე, ჟურნალისტებს არ აქვთ შესაძლებლობა, აპარატის გადაწყვეტილება სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრონ.
- "პარლამენტი დადგენილებას იყენებს ბოროტად — თვითცენზურის დასანერგად, ჟურნალისტების დასაშინებლად და საპარლამენტო პროცესებისაგან მათი იზოლირებისთვის", — აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
გარდა ამისა, ქარტია წერს, რომ მედიასაშუალებები ვერ ახერხებენ სანქცირებული ჟურნალისტების ჩანაცვლებას სხვა თანამშრომლებით. შედეგად, მათ ერთიდან ექვს თვემდე პერიოდის განმავლობაში არ ეძლევათ საშუალება, ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში საკანონმდებლო პროცესებში ჩართული პირველწყაროსგან მიიღონ.
- ქარტიასთან ჟურნალისტები ამბობენ, რომ დადგენილების მიღების შემდეგ პარლამენტში მათ მიმართ დამოკიდებულება და მათი სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა:
- "იმის ნაცვლად, რომ პარლამენტი სხვა უწყებებს ღიაობისა და გამჭვირვალობის მაგალითს აძლევდეს, ყველა გზას მიმართავს კრიტიკული მედიასაშუალებებისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმის შესაძლებლობის წასართმევად".
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს
- პარლამენტის თავმჯდომარეს — უარი თქვა დადგენილების ჟურნალისტებზე შურისძიების ინსტრუმენტად გამოყენებაზე.
- პარლამენტის ეთიკის საბჭოს — იმსჯელოს პარლამენტის იმ წევრების ქცევაზე, რომლებიც რეგულარულად ავლენენ აგრესიას ჟურნალისტების მიმართ.
- სახალხო დამცველს — რეაგირება მოახდინოს ამ მავნე პრაქტიკაზე, რომელიც ზღუდავს კრიტიკული მედიასაშუალებების თავისუფლებას და მათ მრავალათასიან აუდიტორიას ტოვებს ინფორმაციის გარეშე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები