ოპოზიციამ, MEGOBARI აქტის ინიციატორს, არჩევნებზე დაკვირვების თხოვნით, ღია წერილი გაუგზავნა
რა მოხდა: საქართველოს ოპოზიციური პარტიებმა და პოლიტიკოსებმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს და MEGOBARI აქტის ინიციატორს, სენატორ ჯო ვილსონს ღია წერილი გაუგზავნეს.
- მათ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს სთხოვეს, გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ.
დეტალები: წერილის ავტორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ, რუსული კანონის ხელახლა ინიციირებით, საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი, ქართველი ხალხი მტკიცედ იცავს ამ კურსს.
- "ქართველები გამოვიდნენ თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში, როდესაც ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები და მშვიდობიანი მომიტინგეები უპრეცედენტო ძალადობით დაარბია.
- მუდმივად გაუარესებულ ვითარებაში, ათეულობით ადამიანი სასტიკად სცემეს და უკანონოდ დააკავეს, ასევე, ოპოზიციური პარტიის ოფისები დაარბიეს ხელისუფლების მიერ დაფინანსებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა. საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ დაშინებისა და ტერორის ყოვლისმომცველი კამპანია მხოლოდ მწვავდება", — ვკითხულობთ წერილში.
ოპოზიცია წერს, რომ მთავრობა საქართველოში ავტორიტარიზმისკენ მიიწევს და საზღვარგარეთაც ავტორიტარებს დაექვემდებარა:
- "მათ შორის, უკანასკნელი შეთანხმებით, შავ ზღვაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და სხვა საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტების ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის გადაცემით, მას შემდეგ, რაც არსებითად განდევნა ამერიკელი ინვესტორები ქვეყნიდან".
ამ თემაზე: TI: ხელისუფლება ანაკლიის პორტს კორუფციული სკანდალებით ცნობილ ჩინურ სახელმწიფო კომპანიას ააშენებინებს
წერილის ავტორები ჯო ვილსონს მადლობას უხდიან MEGOBARI აქტის ინიციირების და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივისთვის, რომელიც, მათი შეფასებით, მორგებულია საქართველოს საჭიროებებზე.
- "უახლოეს თვეებში, როდესაც მივუახლოვდებით ჩვენი ერის ისტორიაში კრიტიკულ წერტილს, მივესალმებით, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, მათ შორის, პირად ვიზიტებს.
- ჩვენ გვჯერა, რომ კონგრესის დელეგაციის ვიზიტები საქართველოში დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხის მხარდაჭერაზე და იქნება ძლიერი სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ხალხის ხმის ძალით გაჩუმება შეუძლებელია", — ვკითხულობთ წერილში.
წერილს ხელს აწერენ:
- მოქალაქეები — ალეკო ელისაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
- ევროოპტიმისტები — რომან გოცირიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
- ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის — ნიკა მაჭუტაძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
- საქართველოსთვის — ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
- თავისუფლება — ნატო ჩხეიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
- გირჩი — იაგო ხვიჩია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
- ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის დავით უსუფაშვილი — საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
- რეფორმების ჯგუფი — თეონა აქუბარდია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — თინა ბოკუჩავა, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე;
-
პარტია ახალი — ნიკა გვარამია, ნიკა მელია, თანათავმჯდომარეები;
-
პარტია დროა — ელენე ხოშტარია, თავმჯდომარე;
- პარტია გირჩი — მეტი თავისუფლება — ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თავმჯდომარე;
- რესპუბლიკური პარტია — ხათუნა სამნიძე, თავმჯდომარე;
- სტრატეგია აღმაშენებელი — გიორგი ვაშაძე, თავმჯდომარე.
დამოუკიდებელი დეპუტატები
- არმაზ ახვლედიანი;
- დავით ბაქრაძე;
- თამარ ჩარკვიანი;
- თამარ კორძაია;
- სალომე სამადაშვილი;
- შალვა შავგულიძე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები