DRI-ის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საბიუჯეტო და ადამიანურ რესურსებს არარაციონალურად ხარჯავს
ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
მოკლედ: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საბიუჯეტო და ადამიანურ რესურსებს არარაციონალურად ხარჯავს.
დეტალები: DRI-ის შეფასებით, კანონით, სუს-მა სახელმწიფო უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, თუმცა, მათი დაკვირვებით, სუსი წლების განმავლობაში იძიებს სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც მათ სამუშაო მიმართულებაში არ ჯდება, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან შემხებლობა არ აქვს და შესაბამისად, სამსახურის საბიუჯეტო და ადამიანური რესურსის არარაციონალურად ხარჯვას იწვევს.
- "აღნიშნული განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს იმ ფონზე, რომ სუს-ის საქმიანობაზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი არ ხორციელდება", — წერს DRI.
DRI განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობა განისაზღვრება საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს N3 ბრძანებით, რომლის თანახმად
- სახელმწიფოს აქვს ნებისმიერი დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიების საჯარო ინტერესი, თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, ეს უწყებები მკაცრად უნდა იყვნენ შეზღუდული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვით და არ უნდა ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას, რაც უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული არ არის.
- DRI-ის შეფასებით, გენერალური პროკურორის ბრძანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ანიჭებს ისეთი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მანდატს, რომლებიც, თავისი არსით, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს არ წარმოადგენს.
- "მაგალითად, სუს-ს აქვს ყველა სამოხელეო დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება. სამსახურის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშებიდან ცალსახაა, რომ ყველაზე მეტ დანაშაულს, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს, სამსახურის ძირითადი რესურსი არა მსხვილი კორუფციული გარიგებების გამოვლენაზე, არამედ, წვრილმანი კორუფციული დანაშაულის გამოძიებაზე იხარჯება", — წერს DRI.
გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილი, საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ანიჭებს უფლებას, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს.
- DRI-ის თქმით, საჯარო ინფორმაციის ანალიზიდან ჩანს, გენერალურია პროკურორი ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ხშირად იყენებს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია:
- 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 1-ელ მარტამდე, სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით დაიწყო გამოძიება.
- მიღებული პასუხის მიხედვით, სუს-მა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების საფუძველზეც, რომლებიც სისხლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების მიხედვით, მის ქვემდებარეობას არ განეკუთვნებოდა.
მაგალითად,
- აღნიშნულ პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა: განზრახ მკვლელობის მომზადება, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, თაღლითობა.
- DRI წერს, რომ ყველა ჩამოთვლილი დანაშაული შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება და გარკვეულ შემთხვევებში, ის შესაძლოა გამოიძიოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები