ზუკა ბერძენიშვილი

11 Jun. 2024, 15:15

მეგობრებო, ყველას მადლობა და ბოდიში რომ ვერ გპასუხობთ.

სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და გაიქცნენ.

შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდე რაღაც პატარა ძვალი არის გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში. სხვა ყველაფერი შევამოწმეთ და არაფერი მჭირს.

ახლა ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს.

ასევე, აქედანვე ხელს დავუქნევ შალვა საწყალ პაპუასას.
ცხადია დღეს ამ ქვეყანაში რეჟიმის პატიმრები ყველაზე თავისუფლები არიან, რეჟიმის გალახულები კი ყველაზე ჯანმრთელები. ჩემთვის პატივია.

წერს ფეისბუქზე აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი.

დღეს, 11 ივნისს, აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, მას სამი ადამიანი დაესხა თავს, რომლებიც ზურგიდან მიეპარნენ და შემდეგ გაიქცნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…