რატომ უნდა ჰქონდეს ბიზნესს შეგროვებადი ანაბარი
ფოტო: საქართველოს ბანკი
კომპანიის განვითარება კაპიტალის შეგროვების გარეშე თითქმის შეუძლებელია. ბიზნესის გაფართოებისთვის მუდმივადაა საჭირო დამატებითი ინვესტიციის გაღება და დასახული მიზნების ეტაპობრივად მიღწევა.
თუკი თქვენი კომპანიის ანგარიშზე თავისუფალი თანხა გროვდება და თან ის ფინანსური მიზნების მისაღწევად გჭირდებათ, მაშინ გონივრული არჩევანი ბიზნეს მობილბანკში შეგროვებადი ანაბრის გახსნა იქნება.
საქართველოს ბანკი აქამდე ბიზნეს მომხმარებლებს ვადიან, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე+ ანაბარს სთავაზობდა, ბიზნეს მობილბანკში კი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, უკვე მეოთხე ალტერნატივა, შეგროვებადი ანაბარი დაემატა.
ახალი ტიპის ანაბარი შეგიძლიათ გახსნათ როგორც, უბრალოდ, თანხის შესაგროვებლად, ასევე კონკრეტული ფინანსური მიზნების მისაღწევად, მაგალითად:
- მომავალი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად — თუ გინდათ, რომ თქვენი საქმიანობა გააფართოოთ, მაგრამ აქამდე საკმარის თანხას ვერ მოუყარეთ თავი, შეგროვებადი ანაბარი დასაწყისისთვის ზედგამოჭრილი იქნება;
- უძრავი ქონების შესაძენად — თუ თქვენი საქმიანობისთვის უძრავი ქონება გჭირდებათ, საჭირო თანხას ამ გზით მარტივად შეაგროვებთ;
- მსხვილი ტექნიკის შესასყიდად — ან, იქნებ, სხვადასხვა ტიპის ტექნიკა გჭირდებათ პროდუქტიულობას გასაზრდელად და საქმიანობის გასამარტივებლად;
- სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა — მასშტაბური მარკეტინგული სტრატეგია იაფი არ ჯდება, ამიტომ შეგროვებად ანაბარზე სამომავლო პროგრესისთვის შეგიძლიათ გადადოთ ფული.
ამ და სხვა ნებისმიერი მიზნისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შეგროვებადი ანაბარი და თან ძალიან მარტივად: ბიზნეს მობილბანკში ანაბრის გახსნის პროცესში თავად ირჩევთ სასურველ დანიშნულებას და სამიზნე თანხას, რომლის შევსების შემდეგ, მიზანი მიღწეულად შეიძლება ჩაითვალოს.
შეგროვების პროცესში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ბიზნეს მობილბანკი გახსნათ და ნახოთ, მიზნის მიღწევამდე რა მოცულობის თანხა გაშორებთ და რამდენი პროცენტით მიუახლოვდით მას.
ანაბარზე საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად ირიცხება, თუმცა ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლები სტანდარტულ განაკვეთთან შედარებით 0.25%-ით მეტ სარგებელს იღებენ.
თანხის მოცულობას რაც შეეხება, ანაბრის გახსნისთვის საწყისი მინიმალური თანხა 10 ერთეულს შეადგენს, მაქსიმალური კი 500,000-ს აღწევს. ცხადია, ანაბრის გახსნა შესაძლებელია როგორც ლარში, ასევე ამერიკულ დოლარში, ევროსა და ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში.
ანაბრის ვადა 3-დან 24 თვემდეა განსაზღვრული, სარგებლის მიღება კი შეიძლება როგორც ყოველთვიურად, ასევე პერიოდის ბოლოს.
ბიზნეს მობილბანკში გახსნილი ანაბარი თქვენი კომპანიის ფინანსური მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ, თანაც შეგიძლიათ მობილბანკში ერთდროულად 2 ანაბარი გახსნათ და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიზნები დაისახოთ.
შეგროვებადი ანაბრის გასახსნელად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები