"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში თავს არიდებს რუსეთის საფრთხედ მოხსენიებას" — DRI
ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
მოკლედ: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში შაბლონური და ზოგადია.
- DRI-ის შეფასებით, დოკუმენტის "უკიდურესად მწირი, კონკრეტიკისგან დაცლილი შინაარსი", საზოგადოებას ვერ შეუქმნის რეალურ წარმოდგენას სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით.
- ასევე, ანგარიში საქართველოს პარლამენტს ვერ მიაწვდის იმ მოცულობის ინფორმაციას, რაც მას სუს-ზე დემოკრატიული საპარლამენტო კონტროლისთვის სჭირდება.
დეტალები: DRI-ის ინფორმაციით, სუს-ის წლიური ანგარიში რამდენიმე თავისგან შედგება: "წინა წლების მსგავსად, დოკუმენტში ქვეყნისთვის მომდინარე საფრთხეებზე ვრცლად არის საუბარი, თუმცა, ძირითადად, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე", — წერს DRI.
- მათივე თქმით, დოკუმენტის ძირითად ხარვეზს წარმოადგენს ის, რომ ანგარიშში არაა მითითებული, რაში გამოიხატება და საიდან მომდინარეობს საფრთხე, რა ქმედებები განახორციელა სამსახურმა ამგვარ საფრთხეებზე რეაგირებისთვის და რამდენად ეფექტიანი იყო მისი ქმედებები.
- დოკუმენტი შემოიფარგლება ისეთი უკიდურესად ზოგადი ფრაზებით, როგორებიცაა: "სხვადასხვა შიდა და გარე აქტორები", "უცხო ქვეყნების ცალკეული დესტრუქციული ძალები", გატარდა "სათანადო" ან "კომპლექსური" ღონისძიებები.
- ანგარიშის მიხედვით, "ადგილი ჰქონდა სხვადასხვა გარე და შიდა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს", თუმცა, DRI-ის თმით, სხვა კონკრეტული ინფორმაცია ანგარიშში მოცემული არ არის.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი წერს, რომ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ფაქტობრივად იმეორებს 2022 წლის ანგარიშის ძირითად საკითხებს.
- ანგარიშში უსაფრთხოების ძირითად პრობლემებს შორის რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზებია მითითებული: "თუმცა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბარია მხოლოდ ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება".
DRI-ის შეფასებით, სუს-ის 2022 წლის ანგარიშებისგან განსხვავებით, 2023 წლის ანგარიშში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ქვეთავი ნაკლებად ინფორმაციულია.
- "წლიური ანგარიში მცირედ წარმოდგენასაც არ გვიქმნის უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით. დოკუმენტში მოცემულია მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაცია, კონტროლის შინაარსობრივი ნაწილი კი — ბუნდოვანია", — წერს DRI.
- მათივე თქმით, სუს-ის ანგარიშის ანალიზი კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ უწყების რესურსი არარაციონალურად იხარჯება და მისი ინტერესი მიპყრობილია არა რეალური საფრთხეების იდენტიფიცირებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციისაკენ.
ბოლო ხაზი: დღეს, 12 ივნისს, საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენს.
- DRI-ის ინფორმაციით, ანგარიშს "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით", სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად, კვლავ მისი პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი წარადგენს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები