ფაშინიანმა თქვა, რომ CSTO-ს დატოვებენ
ფოტო: სომხეთის საზოგადოებრივი რადიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ სომხეთი აპირებს დატოვოს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO).
ოთხშაბათს პარლამენტში გამართულ სესიაზე, კითხვა-პასუხის რეჟიმისას ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, როდის დატოვებს ორგანიზაციას, თუმცა "სხვა გზა აღარ არის".
მანამდე ფაშინიანმა კვლავ დაადანაშაულა CSTO-ს წევრები აზერბაიჯანის დახმარებაში, მთიან ყარაბაღსა და სომხეთზე თავდასხმებისას.
თადევოს ავეტისიანმა, ოპოზიციური სომხეთის ალიანსის დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს კითხა, თუ ფიქრობს მთავრობა იმაზე, როგორი იქნებოდა სომხეთი და მთიანი ყარაბაღი, თუ ხელისუფლებაში ისინი არ იქნებოდნენ. ფაშინიანმა უპასუხა, რომ სწორედ ამ კითხვაზე პასუხის მიხედვით მოქმედებენ.
მისი თქმით, მან ოპოზიციას უთხრა, რომ სომხური სახელმწიფოებრიობის არსებობა საფრთხეშია. კითხვაზე, თუ ვინ იყო დამნაშავე, ფაშინიანმა ბრალი დასდო თავის წინამორბედს, სერჟ სარგსიანის მთავრობას, იმის გამო, რომ საყრდენად რუსეთი და CSTO აარჩია.
"დამნაშავეები არიან ისინი, ვინც შექმნა ერთგვარი "კავშირი ბუშტი", რომლის წევრებიც, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, წავიდნენ და დაგეგმეს ომი აზერბაიჯანთან ჩვენ წინააღმდეგ“, — განაცხადა მან.
"მაშინ, დატოვეთ CSTO!", — უთხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფაშინიანს, რაზეც პრემიერმა თქვა, რომ ორგანიზაციას მართლაც დატოვებენ.
"ჩვენ თავად გადავწყვეტთ, როდის გავალთ. როგორ ფიქრობთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, ჩვენ შევძლებთ დაბრუნებას? სხვა გზა არ არის", — თქვა მან.
"ნება მომეცით გითხრათ, სად მივდივართ და ვიტყვი კიდეც, რომ თითქმის მივედით. ჩვენ მივდივართ ნამდვილ სომხეთში, სუვერენულ, უსაფრთხო, მშვიდობიან, დემარკირებულ საზღვრების მქონე სახელმწიფოში. არ იღელვოთ, ჩვენ უკან არ დავბრუნდებით", — განაცხადა ფაშინიანმა.
თუმცა, მოგვიანებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თქვა, რომ ფაშინიანს არ უთქვამს, რომ სომხეთი CSTO-ს დატოვებს.
"სომხეთის პრემიერ-მინისტრს არ უთქვამს, რომ ჩვენ ვტოვებთ CSTO-ს. მან თქვა, რომ ჩვენ გადავწყვეტთ, როდის წავალთ", — განაცხადა მირზოიანმა.
სომხეთის ურთიერთობები რუსეთთან და CSTO-სთან 2020 წლის მეორე მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ გაუარესდა.
მას შემდეგ, რაც ტრადიციულმა პარტნიორებმა ვერ შეძლეს დახმარებოდნენ სომხეთს 2021 და 2022 წელს აზერბაიჯანის შეჭრისას, სომხეთში მათ მიმართ იმედგაცრუებამ მოიმატა.
აზერბაიჯანი არ არის CSTO-ს წევრი. ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები ვალდებულები არიან, ჩაერიონ პროცესებში, თუ რომელიმე წევრს სხვა ქვეყანა თავს დაესხმება.
2022 წლის მოვლენების შემდეგ, ორგანიზაციამ სომხეთს შესთავაზა "ფაქტების დამდგენი მისიის“ გაგზავნა და უარი თქვა აზერბაიჯანის დადანაშაულებაზეც კი. ამის პარალელურად კი დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ მოუწოდა აზერბაიჯანს, ჯარები გაეყვანა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები