პალიტრა L ლიტერატურული მემკვიდრეობის სადარაჯოზე — კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ
ფოტო: Palitra L
ლიტერატურის უზარმაზარ სამყაროში არსებობს გარკვეული ნაშრომები, რომლებიც სცილდება დროს და სხვადასხვა ეპოქაში დაბადებულ ადამიანებზე თანაბარი სიმძაფრით მოქმედებს. შეუძლებელია, ამ ნაშრომების ისეთი სია შეიქმნას, რომელსაც ყველა ლიტერატურით გატაცებული ადამიანი დაეთანხმება, თუმცა რამდენიმე მცდელობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
2021 წლის ოქტომბერში The New York Times-მა ჩაატარა გამოკითხვა. გამოცემის რედაქტორებმა მკითხველებს სთხოვეს, ბოლო 125 წელში გამოცემული საუკეთესო წიგნები შეერჩიათ. გამოკითხვაში მონაწილეობა მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანმა მიიღო, რომლებმაც საწყის ეტაპზე ხმა ათასობით რომანს, მემუარსა თუ პოეზიის კრებულს მისცეს. საბოლოოდ კი, 25 რჩეული წიგნი გამოვლინდა.
აღნიშნულ ჩამონათვალში მოხვდა ისეთი ნაწარმოებები, როგორებიცაა ჯორჯ ორუელის 1984; ენტონი დოერის ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ; ტონი მორისონის საყვარელი და სხვა. სიაში მოხვედრილი წიგნების უმრავლესობა სხვადასხვა ეპოქაშია დაწერილი, თუმცა მათში ასახული სოციალურ-პოლიტიკური საკითხები ყოველთვის აქტუალური რჩება. აღსანიშნავია, რომ The New York Times-ის გამოკითხვის დასრულების შემდეგ მკითხველის რჩეული წიგნები ერთი სერიის ქვეშ არ გამოცემულა.
ფოტო: Palitra L
მსგავსი გამოკითხვა წლების წინ ჩაატარა გამომცემლობა პალიტრა L-მაც, რომლის შედეგებითაც შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიტერატურული პროექტი 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ. პროექტის შექმნიდან 15 წლის შემდეგ მკითხველი ისევ აგრძელებს მასში გაერთიანებული წიგნების შეგროვებას. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სერია, რომელიც თაობების მანძილზე ოჯახებისთვის ლიტერატურულ საგანძურად იქცა.
პალიტრა L-მა გადაწყვიტა, ლიტერატურული საგანძურის ძიება გაეგრძელებინა და სწორედ ამ მიზნით დაიწყო ახალი სერია სახელად კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ.
ფოტო: Palitra
სერიის დაწყებამდე პალიტრა L-მა მკითხველის მოსაზრებებისა და განწყობების შესწავლა დაიწყო, რისთვისაც სხვადასხვა მედიაარხი გამოიყენა. გამოკითხვები 2023 წლის მაისში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ ეტაპზე მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
ვინც პალიტრა L-ის სიახლეებს თვალს ადევნებს, არ გამოეპარებოდა, რომ სერიის პირველი ხუთი წიგნი მკითხველმა უკვე შეარჩია და ბიბლუსის მაღაზიებსა და პალიტრა L-ის საიტზე ხელმისაწავდომია.
სერიაში შემდეგი წიგნები გაერთიანდა:
- ანე ფრანკი - უკანა სახლი დღიური წერილების სახით
- მარგარეტ ეტვუდი - მხევლის წიგნი
- ალექსანდრე დიუმა - ქალი ხავერდის ყელსაბამით
- კაზუო იშიგურო -არასოდეს გამიშვა
- პოლ ოსტერი - ნიუიორკული ტრილოგია
ფოტო: Palitra L
თუ გსურთ, რომ 15 წიგნის შერჩევაში თქვენი წვლილი შეიტანოთ, არ დაგავიწყდეთ, რომ სერიის შემდეგი ტომებისთვის გამოკითხვა სხვადასხვა არხზე კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.
შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე: book@palitra.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 238 84 44 ან გადადით ბმულზე.
პალიტრა L-ისთვის მნიშვნელოვანია, თავისი მკითხველის აზრი გაიგოს და შექმნას სერია, რომელიც ყველა მკითხველის თაროს დაამშვენებს. ამიტომ, გელოდებით!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები