8 კონცერტი, რომელიც არც მთავრობის დაფინანსებულია და არც — მის გამო გაუქმებული
ფოტო: გიორგი მუზაშვილი / On.ge
ზაფხულის ცხელ საღამოს ცოცხალი მუსიკის მოსმენას არაფერი სჯობს. ალბათ ამიტომაც, ეს სეზონი კონცერტებითაა ხოლმე დახუნძლული. წელს საქართველოში უკვე იმღერეს OneRepublic-მა და Scorpions-მა, ივლისში კი, უნდა გამართულიყო Massive Attack-ის კონცერტიც, თუმცა, ამ უკანასკნელმა რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენების და "საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებზე თავდასხმის გამო", დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა.
საქმე ისაა, რომ ამ სამივე ჯგუფის კონცერტი საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კამპანიის, Starring Georgia-ის, ნაწილი იყო და ამისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარი გამოიყო. ბიუჯეტის ფული, რა თქმა უნდა, ხალხის ფულია, ასე რომ, მავანს შეიძლება ეხამუშოს კიდეც სათაურში ასეთი ფორმულირება — "მთავრობის დაფინანსებული". თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, როგორ იყენებს მთავრობა ბიუჯეტის ფულს ვიწროპარტიული ინტერესებით (გავიხსენოთ თუნდაც დაფინანსების შეწყვეტა თბილისის წიგნის ფესტივალისთვის, კინოფესტივალისთვის, ჟურნალ არილისთვის), თავისუფლად შეგვიძლია ვიფიქროთ: Starring Georgia-ის მხარდაჭერა სხვა არაფერია, თუ არა "კონცერტვოშინგი" — ქვეყანაში არსებული ვითარების გადაფარვა ვარსკვლავების ჩამოყვანით და გარკვეული აუდიტორიის გულის მოგებით.
ასე რომ, თუკი პრინციპულად არიდებ თავს ზემოხსენებული პროექტის კონცერტებს, ამისთვის სოლიდური საფუძველიც გქონია. ამიტომ, გადაწყვიტეთ, ამ სტატიაში ჩამოგვეწერა ზაფხულში საქართველოში დაგეგმილი კონცერტები, რომლებიც არც მთავრობის დაფინანსებულია და არც — მის გამო გაუქმებული.
1. Bedford Falls ბრუნდება
პოპულარული ქართული ინდი-როკ ჯგუფი Bedford Falls ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება. 15 ივნისს, საღამოს 9 საათზე, Factory Tbilisi-ის (კოკა-კოლას ყოფილი ქარხანა) ეზოში ბენდი მონატრებული ქართველი მსმენელისთვის დაუკრავს. ბილეთების შეძენას შეძლებ როგორც ონლაინ, ასევე — ადგილზე.
2. ქართული ბენდების კონცერტი ბათუმში
თუ ისე მოხდა, რომ 15 ივნისს ბათუმში ხარ და არა თბილისში, შეგიძლია გამორჩეული ქართული ჯგუფების კონცერტზე წახვიდე Circus Arena-ზე. "ხმამაღალი და გიჟური" კონცერტი საღამოს 8 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ Skazz, Will Kolak, აქცია და Friday Diver.
3. ლეგენდარული Nightwish-ის ვოკალისტი საქართველოში
ტარია ტურუნენის სახელი ქართველი მელომანებისთვის უცხო არ არის. ფინელი მუსიკოსი ცნობილი სიმფონიური მეტალ-ჯგუფის, Nightwish-ის, წამყვანი ვოკალისტი იყო. ამავდროულად, ტარიას თითქმის 20-წლიანი სოლო კარიერაც აქვს. მომღერალი საქართველოში ჩამოვიდა თავისი ალბომის წარსადგენად — Best Of: Living a Dream — რომელიც მის რჩეულ კომპოზიციებს უყრის თავს.
ტარია ტურუნენის კონცერტი მონოჰოლში 17 ივნისს, საღამოს 8 საათზე დაიწყება.
4. შოპენი ლიზი კაკაბაძის შესრულებით
სიმფონიურ მეტალს თუ კლასიკური საფორტეპიანო მუსიკა გირჩევნია, შეგიძლია 20 ივნისს დაელოდო და არაერთი საერთაშორისო კონკურსის პრიზიორ ლიზი კაკაბაძის კონცერტს დაესწრო. ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt-ის ორგანიზებული ღონისძიება კონსერვატორიის მცირე დარბაზში საღამოს 8 საათზე დაიწყება.
5. მიაძაკის სიზმრები ბათუმში
ლეგენდარული ჰაიაო მიაძაკის ჯადოსნურ სამყაროში თუ ერთხელ მაინც გიმოგზაურია, აუცილებლად შეამჩნევდი, რომ მის ანიმეებში ასეთივე მაგიური მუსიკა ჟღერს. ეს ჯო ჰისაიშია — ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი და მიაძაკის დიდი ხნის მეგობარი. სწორედ მიაძაკის ფილმების საუნდტრეკები გაჟღერდება 22 ივნისს, საღამოს 8 საათზე, ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში.
თანამედროვე ორკესტრი Mystery Ensemble შეასრულებს მუსიკას ისეთი ცნობილი ანიმეებიდან, როგორებიცაა ჩემი მეზობელი ტოტორო, მოჩვენებების მიერ გატაცებული, ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი და პრინცესა მონონოკე.
6. 5'nizza საქართველოში
უკრაინული მუსიკალური პროექტი 5'nizza 2000 წელს ხარკივში ჩამოაყალიბა ორმა მეგობარმა: სერჰიი ბაბკინმა და ანდრიი ზაპოროჟეცმა. ჯგუფის მუსიკა აერთიანებს რეგის, როკის, ჰიპ-ჰოპის, ფოლკის და ბიტბოქსინგის ელემენტებს.
მრავალრიცხოვანი ფანდომის მქონე 5'nizza ქართველ მსმენელს ჯერ ბათუმში შეხვდება Circus Arena-ზე (28 ივნისი, 20 საათი), შემდეგ კი — თბილისში, Elektrowerk-ში (29 ივნისი, 20 საათი).
7. დიჯეი მაჰმუთ ორჰანი Spacehall-ში
მაჰმუთის სახელი რომც არ გახსოვდეს, იუთუბზე რამე დროს მაინც გადააწყდებოდი მისი ჰიტის, Feel, ვიდეოკლიპს, რომელსაც 490 მილიონამდე ნახვა აქვს. მაჰმუთი აშშ-ში მოღვაწე თურქი დიჯეია, რომელმაც 2016 წელს ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ წამყვან ლეიბლთან, Ultra Records-თან, გააფორმა კონტრაქტი. ორჰანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თურქი არტისტია, რომლის სიმღერებიც გამუდმებით ხვდება სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებში.
მაჰმუთ ორჰანის კონცერტი კუს ტბაზე, Spacehall-ში, 28 ივნისის 22 საათზე დაიწყება.
8. ჯონ ნიუმენი ბათუმის კორტებზე
თუ ჯონ ნიუმენის Love Me Again-ზე ხმის ჩახლეჩამდე არ გიმღერია, 2010-იანებში არ გიცხოვრია. ეს ცნობილი ინგლისელი მომღერალი და კომპოზიტორი საქართველოს ამ ზაფხულს ეწვევა და ბათუმის კორტებზე იმღერებს. კონცერტი 17 აგვისტოს, საღამოს 9 საათზე დაიწყება.
ბონუსი: Tbilisi Open Air
"მუსიკა ათავისუფლებს" — ეს დევიზი ქართველ მელომანებს 2009 წლიდან აერთიანებს Tbilisi Open Air-ზე. რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის სცენაზე სხვადასხვა წელს ისეთი ცნობილი შემსრულებლები გამოსულან, როგორებიც არიან Placebo, Deep Purple, ტომ ოდელი, დემიენ რაისი... TOA ერთგულ მსმენელს წელსაც დაუვიწყარ სამდღიან დღესასწაულზე ეპატიჟება — 21-23 ივნისს Lisi Wonderland-ში ვიხილავთ AURORA-ს, M.I.A-ს, Masego-ს, Archive-ს, La Femme-ს და კიდევ ბევრს.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები