TI: 2023 წელს, პროსამთავრობო ტელევიზიებმა, ჯამში, კრიტიკულ მაუწყებლობაზე 3-ჯერ მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
რა მოხდა: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ (TI) სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ყოველწლიური კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად
- 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი 18.8%-ით (15.1 მილიონი ლარით) გაიზარდა და 95 მილიონი ლარი გახდა.
- თუმცა, სარეკლამო შემოსავალი ძირითადად პროსამთავრობო მაუწყებლების ხარჯზე გაიზარდა.
დეტალები: TI-ის მიხედვით, ტელევიზიების ჯამური სარეკლამო შემოსავლების დინამიკა ასეთია:
- 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს 18.6%-ით (13.7 მილიონი ლარით) გაიზარდა უშუალოდ ტელევიზიების მიერ კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალიც და 87.4 მილიონი ლარი გახდა.
- სარეკლამო შემოსავლების ზრდას წინ უსწრებდა 2022 წლის II კვარტლიდან აზარტული თამაშების სატელევიზიო რეკლამის შეზღუდვის გამო სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის 7.8%-იანი (თითქმის 10 მილიონი ლარი) შემცირება.
- 2023 წელს, 2021 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი მხოლოდ 4.3 მილიონი ლარით — 5.3%-ით გაიზარდა.
ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი ძირითადად პროსამთავრობო (იმედი, მედიაჰოლდინგი, პოსტვ) მაუწყებლების ხარჯზე გაიზარდა: "მათი ჯამური სარეკლამო შემოსავალი 3.1-ჯერ (57.1 მლნ ლარი) აღემატება ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების ჯამურ სარეკლამო შემოსავალს (18.4 მლნ ლარი)", — წერს TI.
- მათივე თქმით, პროსახელისუფლებო ტელევიზიებისგან განსხვავებით, შემცირდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამი (მთავარი არხი, ფორმულა, ტელეკომპანია პირველი) ყველაზე შემოსავლიანი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი.
- მათგან, 2022 წელთან შედარებით, სარეკლამო შემოსავალი ყველაზე მეტად — 2.1 მლნ ლარით, ტელეკომპანია მთავარ არხს შეუმცირდა.
TI-ის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების სარეკლამო ხარჯები ასეთია:
- 2023 წელს, პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში რეკლამაში 1.14 მლნ ლარი დახარჯეს, საიდანაც მხოლოდ 45,529 ლარი (4%-მდე) მოდიოდა სატელევიზიო რეკლამაზე.
- 2022 წლის მსგავსად, 2023 წელსაც პოლიტიკურ რეკლამის ნახევარზე მეტი — 631.1 ათასი ლარი მმართველ პარტია ქართულ ოცნებაზე მოდიოდა, დანარჩენი თანხა კი — 12 პარტიაზე გადანაწილდა.
2023 წელს, მაუწყებლებში ჯამში 1.6 მლნ ლარის სოციალური რეკლამა განათავსეს.
- სოციალური რეკლამიდან ყველაზე დიდი შემოსავლები — 861.3 ათასი ლარი და 608.4 ათასი ლარი პროსამთავრობო მაუწყებლებმა მედიაჰოლდინგმა და პოსტვ-მ მიიღეს.
- "პროსახელისუფლებო ტელევიზიები ლიდერობენ მსხვილი (50 000+ ლარის) სარეკლამო დაკვეთებითაც. მაგალითად, 2023 წელს, ტელეკომპანია იმედში 216 ასეთი რეკლამა განათავსეს, მედიაჰოლდიგში კი 109", — წერს TI.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო წერს, რომ 2023 წელს, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა 28 მაუწყებლისგან ჯამში 206 სხვადასხვა ტიპის ღირებულების მომსახურება იყიდეს. აქედან ნახევარზე მეტ შემთხვევაში (127) სერვისის მიმწოდებლები პროსამთავრობო ტელემაუწყებლები იყვნენ.
- კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიების ხარჯები 2-ჯერ, რიგ შემთხვევებში 3-ჯერაც კი აღემატება მათ შემოსავლებს.
გარდა ამისა, ნაციონალური დაფარვის მაუწყებლებთან შედარებით, კიდევ უფრო მწირია რეგიონული ტელევიზიების როგორც ჯამური, ისე სარეკლამო შემოსავლები. მაგალითად, 2023 წელს, ერთ-ერთმა ყველაზე შემოსავლიანმა რეგიონულმა მაუწყებელმა, ტელეკომპანია ოდიშმა მხოლოდ 240 013 63 ლარის ჯამური შემოსავალი მიიღო.
- რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, 2023 წელს მათი შემოსავალი 7.6 მლნ ლარი იყო, რაც წინა, 2022 წლის მონაცემებს 21%-ით აღემატება.
- რადიომაუწყებლების შემოსავლების 90%-ზე მეტი პირდაპირ რეკლამაზე, 9%-ზე მეტი კი — სპონსორობაზე მოდიოდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები