ფაშინიანს მთიანი ყარაბაღის სომხების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში ადანაშაულებენ
ფოტო: premierminister.am
მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის ყოფილმა უფლებადამცველებმა, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხების მიმართ გამოყენებული ე.წ. სიძულვილის ენა დაგმეს.
12 ივნისს ფაშინიანმა სომხეთის ოპოზიცია დაადანაშაულა იმაში, რომ მათ არ აინტერესებთ მთიანი ყარაბაღის ბედი და სჭირდებათ მხოლოდ რეგიონის სომეხი მოსახლეობის მხარდაჭერა, ხელისუფლების შესანარჩუნებლად.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ ოპოზიციამ მოისყიდა მთიანი ყარაბაღის სომხები, რათა შეერთებოდნენ ანტისამთავრობო მოძრაობის "ტავუში სამშობლოსთვის" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს.
"თქვენ ისინი გამოიყენეთ დემონსტრაციაზე დასასწრებად, 5 ათას დრამად ($13). ეს ხართ თქვენ, ეს არის თქვენი სიმართლე, თქვენი პოლიტიკა”, — თქვა მან.
ასევე, ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის გენერლებს "მშიშარა დეზერტირები უწოდა და თქვა, რომ ისინი "ციხეებში უნდა მოხვდნენ და იქ მრავალი წელი გაატარონ".
2023 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის წინაშე მთიანი ყარაბაღის დანებების შემდეგ, რეგიონის სომხური მოსახლეობა სომხეთში გაიქცა.
ორშაბათს, ერთობლივ განცხადებაში, მთიანი ყარაბაღის ყოფილმა უფლებადამცველმა გეღამ სტეპანიანმა და ყოფილმა ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან ტატოიანმა დაგმეს ფაშინიანის "სიძულვილის ენა“ მთიანი ყარაბაღის სომხების მიმართ.
მათ თქვეს, რომ არსებობს მთიანი ყარაბაღის სომხების ყველა საკითხში დადანაშაულების "მანკიერი ფენომენი“, რამაც, მათი თქმით, გამოიწვია ფართო სიძულვილი ამ ხალხის მიმართ.
უფლებადამცველების განცხადებით, პრემიერის გამოსვლის შემდეგ, სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე გაძლიერდა შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა არცახის [მთიანი ყარაბაღის] ხალხის მიმართ.
საკუთარ განცხადებაში ყოფილმა უფლებადამცველებმა, ასევე, გააკრიტიკეს პოლიცია და სომხური მედია იმის გამო, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების მიმართ სიძულვილის ენას იყენებენ.
მათ განაცხადეს, რომ მრავალმა მაგალითმა აჩვენა, რომ კამპანია მთიანი ყარაბაღის სომხების წინააღმდეგ არის "გავრცელებული და პირდაპირ მართული“ სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ.
"საზოგადოებრივი ტელევიზიის, როგორც ხელისუფლების მიერ დაფუძნებული კომპანიის ასეთი პოლიტიკა ცხადყოფს, რომ ეს არის ხელისუფლების გამიზნული პოლიტიკა".
ტატევიკ ხაჩატრიანი, ჟურნალისტი მთიანი ყარაბაღიდან, ეთანხმება აზრს, რომ მთავრობასთან დაკავშირებული მედია და პოლიცია ჩაგრავს მთიანი ყარაბაღის სომხებს.
"რაც უფრო მაოცებს, არის მათი თავისუფლებამ სიძულვილის ენის გავრცელებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამოვლენის პროცესში“, განუცხადა ხაჩატრიანმა OC Media-ს. "თუ ადრე ეს კეთდებოდა შეფარულად, ახლა ამას აკეთებს [ფაშინიანი]."
ხაჩატრიანმა აღნიშნა, რომ იგი ყურადღებით ადევნებს თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხების თემების გაშუქებას და ხაზს უსვამს დისკრიმინაციის შემთხვევებს.
"ახლა ჩვენი გადასახადებით დაფინანსებული ტელევიზია გახდა მთავრობის რუპორი, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით."
ყოფილი უფლებადამცველების განცხადებაში, ასევე, მოყვანილია ჩვენებები, სადაც პოლიციელების მიერ, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ბოლო ტალღის დროს დაკავებული მთიანი ყარაბაღის სომხების თავდასხმასა და შევიწროებაზეა საუბარი.
მათ აღნიშნეს, რომ პოლიციამ გამოიყენა "დამამცირებელი გამონათქვამები“, დაადანაშაულეს მოსახლეობა მთიანი ყარაბაღის დაკარგვაში და უთხრეს, რომ სომხეთში "სტუმრებისთვის ადგილი არ აქვთ".
მათ, ასევე, გააკრიტიკეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის ოთხი ყოფილი ადმინისტრატორისა და ხელმძღვანელის დევნა საპროტესტო აქციების დროს და განაცხადეს, რომ დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს უარი ეთქვათ სომხეთში პროტესტის გამართვის უფლებაზე.
ყოფილ თანამდებობის პირებს ბრალი მაისში წაუყენეს, თაღლითობასა და უკანონო საბუთების გაყალბებაში. ერთ-ერთ მათგანს, დამატებით წაუყენეს ბრალი ხალხის მოსყიდვაში, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები