ლევან იოსელიანი

24 Jun. 2024, 15:20

მოვინახულე ვივა მედის კლინიკაში ყველა მსჯავრდადებული და ბრალდებული, ვინც იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდი და რა თქმა უნდა, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილიც და მასაც ვესაუბრე. [...] მისი ჯანმრთელობის შესახებ ასე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორც დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით, ბევრად უკეთესად გამოიყურება.

[...] მის [პენიტენციურ დაწესებულებაში] დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა. ეს არ არის არც ჩემი, არც კლინიკის კომპეტენცია. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მივიღე ინფორმაცია, მაგრამ ამ ინფორმაციაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება მის გადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

[...] მოკლე შეხვედრა იყო, ძირითადად მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველის აპარატს, რომ მთელი წლის მანძილზე რეგულარულად ვამონიტორინგებთ მის მდგომარეობას და საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას და მეც ვუთხარი, რომ ჩვენი მხრიდან, მანდატის ფარგლებში რაც არის გასაკეთებელი, არა მარტო მის მიმართ, ყველას მიმართ, აუცილებლად გავაკეთებთ. რაიმე კონკრეტული მოთხოვნა ჩემთან მას არ გაუჟღერებია, არც ექიმების მიმართ, მათ შორის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…