არდადეგებზე აუცილებლად წასაკითხი საბავშვო წიგნი, რომელიც ზაფხულს გაგიფერადებთ
ფოტო: Palitra L
ზაფხულის არდადეგების დადგომასთან ერთად მშობლებს ახალი საზრუნავი უჩნდებათ - რომელი წიგნები შეურჩიონ ბავშვებს წასაკითხად. წიგნების სიყვარული ბავშვებში ძალდატანების გარეშე უნდა გაჩნდეს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ისეთი წიგნები შეარჩიოს, რომლებიც თავის მობეზრდების ნაცვლად, ბავშვს ახალი სამყაროს კარს გაუხსნის და მის ემოციურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
სტივენ დეივისის ჰილდა და უჩინმაჩნები ცისფერთმიანი გოგოს თავგადასავლებს გვიყვება, რომელიც დედასთან ერთად ჯადოსნურ და ლამაზ ხეობაში ცხოვრობს. გარდა იმისა, რომ ჰილდას ისტორია დაუჯერებელი თავგადასავლებითა და სიკეთით სავსეა, წიგნი სიერა მილერის ულამაზესი ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რაც ბავშვისთვის წიგნის კითხვას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
მოგზაურობას და თავგადასავალს ჰილდა ძალიან სერიოზულად ეკიდება. მისი საუკეთესო მეგობარი, ტვიგი - სიმამაცისა და საყვარლობის პატარა ბუნდღაა, რომელიც ჰილდას მოგზაურობაში ხშირად თან ახლავს. წიგნის კითხვისას ბავშვები რეკომენდაციებსაც გაეცნობიან, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ იმ შემთხვევაში, თუკი მღვიმეების დალაშქვრას აპირებენ, სადაც არასტუმართმოყვარე ბინადრები, ტროლები ცხოვრობენ. ჰილდას სახლში ჯანჯაფილის, მუსკატის, კაკლისა და კლიავის ღვთაებრივი სურნელი დგას, ცისფერთმიანი ჰილდა ძილის წინ კი ცხელ შოკოლადს სვამს და აგიზგიზებული ბუხრის წინ ზის, სადაც დედასთან ერთად სამაგიდო თამაშებს თამაშობს.
ჰილდა და უჩინმაჩინების კითხვისას ბავშვები თანაგრძნობის მნიშვნელობაზე დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რომ ამ ქაოსურ სამყაროში ადგილი ყველასთვის მოიძებნება. "ამ ხეობაში მცხოვრებ სხვადასხვა ჯადოსნურ არსებას ჩვენც უცნაურებად ვეჩვენებით" - ეუბნება ჰილდას დედა და ასწავლის, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, ერთმანეთის სიყვარული და თანაცხოვრება მაინც შესაძლებელია.
ფოტო: Palitra L
დედა ჰილდას ხშირად უმეორებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიკეთეა და ალბათ ამიტომაცაა, რომ ჰილდა ყველასთან სიკეთითა და სიყვარულით სავსე ურთიერთობის ფორმას ირჩევს, მაშინაც კი, როცა მისი სახლის დანგრევას ცდილობენ და ელფების პრემიერ-მინისტრის ადგილსამყოფელს არაფრის ნებით ეუბნებიან!
ჰილდა თავგადასავლის პროცესში რამდენიმე გაკვეთილს სწავლობს. იღებს პრაქტიკულ რჩევებსაც და გამბედაობისა და უნარიანობის გამოცდებსაც აბარებს. პირველად ივიწყებს საკუთარ პრობლემებს და ხედავს სხვისას. ახელს თვალებს და იაზრებს, რომ ჭეშმარიტების დასანახად საჭიროა, შენი კომფორტის ზონიდან გახვიდე და შეძლო, სხვისი თვალითაც შეავლო სამყაროს თვალი.
თუ გსურთ, თქვენი ბავშვები ჰილდასთან ერთად ჯადოსნურ თავგადასავლებში გადაეშვან, წიგნის შეძენას ბიბლუსის ყველა ფილიალში და პალიტრა L-ის გვერდზე (palitral.ge) შეძლებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი



კომენტარები