რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, დაღესტანში მომხდარი თავდასხმების შემდეგ
ფოტო: RFE/RL
კვირას დაღესტანში მომხდარი თავდასხმების შემდეგ, ჩრდილოეთ კავკასიაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ფონზე, დაღესტნელი მაღალჩინოსნის სულ მცირე 12 ნათესავი დააკავეს. ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა კი თქვა, რომ თავდამსხმელების ნათესავებსაც გაანადგურებს.
23 ივნისის თავდასხმამ, რომლის სამიზნე იყო მართლმადიდებლური ეკლესიები, სინაგოგა და საგზაო პოლიციის განყოფილება დაღესტნის ორ ქალაქში, მინიმუმ 20 ადამიანი იმსხვერპლა, 16-ზე მეტი დაშავებული კი ჰოსპიტალიზებულია.
ოთხშაბათს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის ყოფილი ხელმძღვანელის, მაგომედ ომაროვის ექვსი ვაჟი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით. ომაროვს ოთხშაბათს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა თავდასხმებში კიდევ ერთი ვაჟის, ოსმან ომაროვისა და მისი ძმისშვილის, აბდუსამად ამაძიევის მონაწილეობის გამო, ორივე მათგანი სამართალდამცავებმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ომაროვის ცოლის ორი ძმისშვილიც, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ თავდასხმაში.
ომაროვის კიდევ ექვსი ნათესავი დააკავეს კვირის დასაწყისში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში ცნეს დამნაშავედ.
ტელეგრამის არხმა Ask Rasul-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ხუთი მამაკაცი, რომლებიც, მათი ცნობით, ოსმან ომაროვის ძმები არიან, ითხოვს პატიებას "მათი ძმის მიერ ჩადენილი საზარელი ტერაქტის გამო".
"გაძლიერებული უსაფრთხოება" ჩეჩნეთში
სამშაბათს რამზან კადიროვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ დაღესტანში განხორციელებული თავდასხმების ფონზე, შეხვედრა გამართა ჩეჩნეთის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობასთან.
”მე მოვუწოდე სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობას, გააძლიერონ ძალისხმევა საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ტერორიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის პრევენციის მიზნით”, — წერს ის. "განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ევროპის ქვეყნებიდან მომდინარე რადიკალურ იდეოლოგიასთან დაპირისპირებაზე."
შეხვედრის ამსახველ ვიდეოში კადიროვმა თავდასხმებში ეჭვმიტანილებს უწოდა "შაითანები" (დემონების ისლამური სახელწოდება) და, რადიო თავისუფლების ცნობით, განაცხადა, რომ ისინი ოჯახებით უნდა დაისაჯონ.
მისი თქმით, ოჯახებმა "უნდა იცოდნენ, რომ სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ“.
"თუ ადამიანი [სხვებს თავს დაესხმება], მას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ მოვკლავთ ყველას — მამას, ძმას, ბიძას…", — თქვა მან. "თქვენ ყველამ იცით ვაჰაბიზმის ნიშნები, თუ ამას შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ადგილობრივ პოლიციას. სჯობს დროზე შევაჩეროთ, ვიდრე მოგვიანებით მოგკლათ თქვენ, თქვენი შვილი და თქვენი ძმა".
ჩეჩნურმა ოპოზიციურმა ტელეგრამის არხმა 1ADAT გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ძალოვანი უწყებების 18-20 წლამდე ასაკის ყველა თანამშრომელი რეიდებზე გაგზავნეს, თუმცა არცერთ სხვა მედიასაშუალებას ეს განცხადება ჯერ არ დაუდასტურებია.
ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკების ლიდერებმაც განაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომები ძლიერდება, თუმცა არ აკონკრეტებენ, რას ნიშნავს ეს.
ინგუშეთის ხელმძღვანელმა, მაჰმუტ ალი-კალიმატოვმა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
"მინდა გაგაფრთხილოთ ყველა: ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და უცნობებს, მათ თხოვნებსა და მითითებებს დიდი სიფრთხილით მოეპყარით“, —- წერს კალიმატოვი.
ყაბარდო-ბალყარეთის ხელმძღვანელმა ყაზბეკ კოკოვმა, ასევე, განაცხადა, რომ რესპუბლიკა ატარებს "აუცილებელ პრევენციულ ზომებს, უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია".
ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ რესპუბლიკის უშიშროების ძალები ახლა მუშაობენ "განსაკუთრებულ რეჟიმში", უსაფრთხოება საზოგადოებრივ ადგილებში გაძლიერებულია.
"მინდა მივმართო ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებს: აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება და არ შეიძლება პანიკაში ჩავარდნა, რადგან სწორედ ამის მიღწევას ცდილობს პროვოკატორების ეს ჯგუფი. მათ სურთ მშვიდობის დარღვევა, მტრობის დათესვა კავკასიაში სხვადასხვა ერებისა და რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებს შორის”, — წერს მენიაილო.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები