ქართული წარმოშობის მომღერლები, რომლებმაც ევროვიზიაზე სხვა ქვეყნები წარადგინეს
ფოტო: გიორგი მუზაშვილი / On.ge
ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე, ევროვიზიაზე, საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს. არცთუ წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად, ამ ხნის განმავლობაში საკუთარი ნიშის დაკავება ალბათ მაინც მოვახერხეთ: არასდროს იცი, საქართველოსგან რას უნდა ელოდოო, ხშირად აღნიშნავენ ხოლმე კონკურსის გულშემატკივრები — ევროფანები.
საქართველოს გარდა, ქართველი მომღერლები ევროვიზიაზე სხვა ქვეყნების სახელითაც გამოჩენილან. ცხადია, მცდელობა მეტი იყო, ვიდრე შედეგი: მაგალითად, ნათია თოდუამ 2018 წელს გერმანიის შიდაშესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, ელენე კალანდაძემ კი 2017 წელს ცადა, ისრაელის წარმომადგენლის სტატუსი მოეპოვებინა.
ამ სტატიაში წარმოშობით ქართველ იმ მუსიკოსებზე მოგიყვებით, რომლებიც ევროფესტივალზე სხვა ქვეყნების სახელით წარდგნენ.
თამთა
თამთა გოდუაძე, რომელსაც, უბრალოდ, თამთად იცნობენ მსმენელები, ევროვიზიის ფანებში განსაკუთრებული სიყვარულით ჯერ კიდევ კონკურსზე გამოჩენამდე სარგებლობდა. მეტიც, გულშემატკივრები და ბლოგერები წლების განმავლობაში ითხოვდნენ მის ხილვას ევროფესტივალის სცენაზე.
მათი ოცნება 2019 წელს ასრულდა, როცა კვიპროსის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თამთა პირდაპირ, შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა კუნძულოვანი ქვეყნის წარმომადგენლად. საკონკურსო სიმღერაზე Replay ევროვიზიის სტაჟიანმა კომპოზიტორმა ალექს პაპაკონსტანტინუმ იმუშავა სხვა ავტორებთან ერთად. დენს-პოპ კომპოზიციამ ევროფანების გული ადვილად მოიგო და წინასაკონკურსო პერიოდში ერთ-ერთ ფავორიტადაც იქცა. საბოლოოდ, ევროფესტივალზე ასპარეზობა თამთამ ფინალში მე-13 ადგილით დაასრულა.
საქართველოში დაბადებული თამთა გოდუაძე საბერძნეთში საცხოვრებლად 2000-იანების დასაწყისში გადავიდა. 2004 წელს მან ბერძნულ ტელეპროექტ Idol-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა და საბერძნეთსა და კვიპროსში უსაზღვრო პოპულარობა მოიპოვა. სხვათა შორის, 2007 წელს თამთამ საბერძნეთის ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსშიც ცადა ბედი, მაგრამ მესამე ადგილს დასჯერდა. მომღერალმა საბერძნეთის საზმაუს ევროვიზიაზე წარდგენა მოგვიანებითაც შესთავაზა, მაგრამ მაუწყებელმა თხოვნას უარით უპასუხა. თამთას ისედაც ვარსკვლავური კარიერა კი ევროვიზიის შემდეგ კიდევ უფრო შთამბეჭდავი მიღწევებით გაგრძელდა. მაგალითისთვის, 2021 წელს იგი Spotify-ის თანასწორობის კამპანიაში საბერძნეთის სახე გახდა.
მორან მაზორი
2013 წლის ევროვიზიაზე ქვეყნის წარმომადგენლის შესარჩევად, ისრაელმა მასშტაბური კონკურსი გამოაცხადა, რომლის დასკვნით ეტაპზე 30 შემსრულებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილებით, გამარჯვება წილად ხვდა 21 წლის მორან მაზორს, სიმღერით რაკ ბიშვილო. მანამდე, 2011 წელს, მორანმა პოპულარობა მუსიკალურ რეალითი შოუში მონაწილეობით მოიპოვა. მომღერალმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი მშობლები, ნანა და რაფი, საქართველოდან არიან.
"დავიბადე და გავიზარდე ხოლონში", — ამბობს მორანი, — "ჩემი მშობლები საქართველოდან ისრაელში საცხოვრებლად 40 წლის წინ გადმოვიდნენ. მე და ჩემს ოჯახს ქართული კულტურა და ენა ძალიან გვიყვარს".
შვედეთის ქალაქ მალმეში, ევროპელი მსმენელის წინაშე, მორანი თავის დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე წარდგა. ისრაელმა ნახევარფინალში მე-14 ადგილი დაიკავა და კონკურსს გამოეთიშა. თუმცა, ევროვიზიის შემდეგ, მორანმა სადებიუტო ალბომი გამოუშვა, სადაც მისი საკონკურსო სიმღერაც შევიდა.
ჯგუფი არგო
2016-ში, წლების შემდეგ პირველად, საბერძნეთის მაუწყებელმა შიდაშესარჩევი კონკურსის ჩატარებაზე უარი თქვა და წარმომადგენელი პირდაპირ დაასახელა. მიზეზი, დიდწილად, ქვეყანაში შექმნილი ფინანსური კრიზისი იყო. სწორედ ამ კრიზისს და სხვა სირთულეებს ეხმიანებოდა ეთნომოტივებით გაჯერებული საკონკურსო სიმღერა Utopian Land, რომელიც შვედეთში გამართულ ევროვიზიაზე ჯგუფმა არგომ შეასრულა.
ექვსი წევრისგან შემდგარ არგოს ევროვიზიამდე ევროპონდის სახელით იცნობდნენ. ბენდის წევრები: ვოკალისტები ქრისტინა ლახანა და ვლადიმიროს სოფიანიდისი, ასევე დასარტყამ ინსტრუმენტებზე შემსრულებელი ილიას კესიდისი, სოხუმში დაიბადნენ და ადრეული ბავშვობაც საქართველოში გაატარეს. გასაკვირი არაა, რომ პონტოური წარმომავლობის მუსიკოსების სიმღერას (რომლის კომპოზიტორიც ასევე ვლადიმიროსია) ძალიან ბერძნული ჟღერადობა ჰქონდა. ამასთან, ტექსტშიც იყო გამოყენებული პონტოური ბერძნული ფრაზები, სასცენო დადგმა კი ასევე პონტოურ ცეკვას ეფუძნებოდა.
სამწუხაროდ, ტრადიციული ელემენტებით სავსე პერფორმანსმა ევროპელი მაყურებელი ვერ მოხიბლა და არგო კონკურსს ნახევარფინალიდან მე-16 ადგილით გამოეთიშა.
მიხაელ ბენ დავიდი
2022 წელს, ევროვიზიაზე ქვეყნის წარმომადგენლისა და საკონკურსო სიმღერის შესარჩევად, ისრაელის მაუწყებელმა პოპულარული მეგაშოუ X ფაქტორი გამოიყენა. დაძაბული ექვსკვირიანი მარათონის შემდეგ, 16 რჩეულ კონკურსანტს შორის გამარჯვება 25 წლის მიხაელ ბენ დავიდმა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ პროექტში მისი მენტორი 2018 წლის ევროვიზიის გამარჯვებული ნეტა ბარზილაი იყო.
მიხაელის მამა საქართველოდანაა. მომავალი მუსიკოსი აშკელონში დაიბადა და გაიზარდა, სკოლაში სწავლისას კი გამუდმებით ხდებოდა ჩაგვრისა და დაცინვის სამიზნე თანაკლასელებისგან. სწორედ ამ რთულ გამოცდილებას ეხმაურებოდა მიხაელის საევროვიზიო სიმღერა I.M, რომელიც მსმენელს საკუთარი თავის მიღების, თავდაჯერებულობისა და გამბედაობის მოკრებისკენ მოუწოდებს.
თუმცა, ევროფესტივალის ფინალში გადასვლა ისრაელმა ვერც 2022 წელს შეძლო. მიხაელმა ნახევარფინალში მე-13 ადგილი დაიკავა.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები