5 ქართული ფილმი ფეხბურთზე, რომელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ
ფოტო: MUBI
ფეხბურთი რომ ქართველების საყვარელი სპორტია, საქართველოს ყოველი მაცხოვრებლისთვისაა ცნობილი. ამ სპორტის მიერ ნაჩუქარი ემოციები ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია, რაც, რა თქმა უნდა, ქართულ კინემატოგრაფიაშიც აისახა. წარმოგიდგენთ 5 ქართულ ფილმს, რომელიც სხვადასხვა ხერხით გვიჩვენებს ფეხბურთის პოეტურ სილამაზეს, სევდას, შრომისა და მიზნისადმი თავდადების ძალას:
1. ფეოლა
ფეოლა (1970)
ფოტო: რადიო თავისუფლება
ფეოლა რეჟისორ ბაადურ წულაძის ფილმია, რომელიც კინოსტუდია "ქართულმა ფილმმა" 1970 წელს გადაიღო. ფილმი სახლმმართველობის თანამშრომელ ბონდოს ისტორიას გვიყვება, რომელსაც უბნის ბავშვთა საფეხბურთო გუნდის შექმნას ავალებენ. მოვლენების კომიკური განვითარების შემდეგ გუნდი "უქიმერიონი" ოქროს მედლის მფლობელი ხდება, ბიჭები კი მწვრთნელს სიყვარულით ფეოლას არქმევენ, თუმცა ეს ისტორიის დასასრული არაა... ეს საკულტო ფილმი არამხოლოდ ფეხბურთის მოყვარულთა შორისაა პოპულარული - იპოლიტე ხვიჩიას მიერ შესრულებული ფეოლას როლი, ქართველთათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სახეა.
2. პირველი მერცხალი
პირველი მერცხალი (1975)
ფოტო: რადიო თავისუფლება
პირველი მერცხალი ნანა მჭედლიძის ფილმია, რომლის სიუჟეტი საქართველოში ფეხბურთის პირველ ენთუზიასტებზე მოგვითხრობს. ფილმის პერსონაჟები ერთად გამოცდიან პირველი თამაშების დამარცხებისა და იმედგაცრუების, დაცინვის, მატერიალური უსახსრობის სიმწარეს, თუმცა ფეხბურთის სიყვარულის გამო გამბედავად აგრძელებენ ბრძოლას ამ სპორტისთვის.
3. რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ
რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ (2021)
ფოტო: MUBI
მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე კობერიძის ფილმის სიუჟეტი სრულიად ფეხბურთის ირგვლივ არ ტრიალებს, ამ სპორტის თანმდევი განწყობა და ემოციები ყოველ კადრს გასდევს ფონად. ფილმში მოქმედება ქუთაისში ვითარდება — ფარმაცევტ ლიზასა და ფეხბურთელ გიორგის ერთი ნახვით უყვარდებათ ერთმანეთი, თუმცა მეორე დღეს ყველაფერი იცვლება, რადგან ორივე პერსონაჟი სხვა ადამიანად იღვიძებს... ფილმი მაგიური ელემენტებითაა აღსავსე, როგორც თავად ფეხბურთი, და პოეტური სილამაზითაა ნაჩვენები ამ სპორტის, ქალაქის, სიყვარულის ამბები. ამასთან ერთად, ფილმში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძეც გვხვდება ეპიზოდურ როლში!
4. ქართული ფეხბურთის ტრიო
აჩი, შოთი და რევაზ არველაძეები
ფოტო: ambebi.ge
ქართული საფეხბურთო კინემატოგრაფია დოკუმენტური ფილმებითაც განებივრებულია. გოგი თორაძის 24-წუთიან დოკუმენტურ ფილმში ქართული ფეხბურთის ტრიო მოთხრობილია ძმები არველაძეების ისტორია, რომლებიც მსოფლიოში ცნობილები არიან, როგორც სამი ძმა, ვისაც ერთდროულად უთამაშია ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. ფილმი მილანის სპორტული ფილმების ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
5. ბურთი და მოედანი
ბურთი და მოედანი (1961)
ფოტო: IMDB
რეჟისორ გუგული მგელაძის ფილმი 1961 წელსაა გადაღებული და მოგვითხრობს ფეხბურთზე სიგიჟემდე შეყვარებულ გულშემატკივარ ბუღალტერზე, რომელიც მთელი ძალისხმევით ცდილობს, სანატრელ მატჩზე მოხვდეს და ამასობაში მრავალ აბსურდულ, კურიოზულ თავგადასავალში ეხვევა. "ბურთსა და მოედანში" მთავარ როლს იპოლიტე ხვიჩია ასრულებს — ეს მისი პირველი როლი იყო ფილმში!
იხილეთ ასევე:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები