აიკრძალება თუ არა რუსეთში ნიქაბი და შერეული საბრძოლო ხელოვნებები — მაღალჩინოსნები და რელიგიური პირები ტერორიზმის საფრთხეზე საუბრობენ
ფოტო: Getty
ჩრდილოეთ კავკასიასა და მთლიანად რუსეთში, ნიქაბი და შერეული საბრძოლო ხელოვნება კრიტიკის ქვეშ მოექცა, გასულ თვეში დაღესტანში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ.
გასულ კვირას, ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმთა საკოორდინაციო ცენტრმა განაცხადა, რომ ნიქაბი ზიანს აყენებს მუსლიმებს და ქმნის უთანხმოების საფრთხეს, რელიგიათაშორის და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობებში. მანამდე, დაღესტნის სამუფთომ გამოსცა და შემდეგ გააუქმა დადგენილება, რომელიც ნიქაბის ტარებას რუსეთის მთელ ტერიტორიაზე კრძალავს.
საკოორდინაციო ცენტრი აერთიანებს ჩრდილოეთ კავკასიის ცხრა სამუფთოს — ადგილობრივი მუსლიმების ტრადიციულ წარმომადგენლობით ორგანოებს — და მათ ხელმძღვანელებს, მუფთებს.
ნიქაბის რელიგიური დასაშვებობის შესახებ კამათი დაიწყო დაღესტანში მომხდარი თავდასხმების შემდეგ — ტერაქტებმა, სულ მცირე, 20 ადამიანი იმსხვერპლა. ნიქაბი არის ქალის სამოსი, რომელიც სხეულსა და თავს მთლიანად ფარავს.
განცხადებაში ცენტრი აღნიშნავს, რომ "ისლამის სწავლულთა უმრავლესობა“ მიიჩნევს, რომ ნიქაბი არჩევითია.
"თავსაბურავი, რომელიც სახეს ფარავს, პრაქტიკულ ზიანს აყენებს მუსლიმებს, რაც საფრთხეს უქმნის უთანხმოებას რელიგიათაშორის და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობებში. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ კეთილი საქმეების კეთებისკენ, რასაც ჩვენი რელიგია ნამდვილად გვავალებს!", — ნათქვამია მათ განცხადებაში.
ისინი, ასევე, აცხადებენ, რომ ნიქაბი "არასოდეს იყო სამოსის ტრადიციული ფორმა ჩრდილოეთ კავკასიისთვის":
"უფრო მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაშიც კი, სადაც ისლამი სახელმწიფო რელიგიაა, არის საჯარო ადგილებში ნიქაბის ტარების სრული ან ნაწილობრივი აკრძალვა".
გასულ კვირას, დაღესტნის მუფთმა, აბდულაევ ახმედმა გამოსცა ფატვა, რომელიც "დროებით“ კრძალავს ნიქაბს დაღესტანში, "სანამ რეგიონში სრული სიმშვიდე არ დაისადგურებს".
მეორე დღეს დაღესტნის სამუფთომ გააუქმა განკარგულება და განაცხადა, რომ არ არსებობდა "საკმარისი საფუძველი ნიქაბის ზოგადი აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად“.
ფატვამდე, რამდენიმე რუსმა მაღალჩინოსანმა ისაუბრა სახის დაფარვის წინააღმდეგ, მათ შორის — რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა. 23 ივნისს, დაღესტანში განხორციელებული თავდასხმების შესახებ განცხადებაში, ბასტრიკინმა ისლამური ექსტრემიზმი დაადანაშაულა და რუსეთში ნიქაბის აკრძალვის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.
ბასტრიკინის განცხადება დაგმო ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა, რომელმაც ის დაადანაშაულა "ისლამის შერწყმაში ტერორიზმთან“.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ნიქაბის აკრძალვის მოწოდებები წინ უსწრებდა დაღესტანში თავდასხმებს — რუსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელმა, ვალერი ფადეევმა მაისში განაცხადა, რომ მას მიაჩნია, რომ ნიქაბი უნდა აიკრძალოს.
"თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო კიდევ ერთ პრობლემაზე: რუსეთში ნებადართულია ნიქაბები, რომლებიც მთლიანად ფარავს ქალის სახეს. მხოლოდ თვალები რჩება დაუფარავი და ეს იმის მიუხედავად, რომ ახლა ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანაშიც კი ნიქაბი აკრძალულია", — თქვა მან.
ფედეევმა, ასევე, გააკრიტიკა მიგრანტების შედინება რუსეთში, ქვეყანაში მეჩეთების მშენებლობა და ექსტრემიზმი. მისი თქმით, ექსტრემიზმი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მიერ იყო გამოწვეული.
"ერთის მხრივ, ვის შეუძლია აუკრძალოს ადამიანებს სპორტი? მაგრამ მეორეს მხრივ, რატომ არჩევენ მიგრანტი მუშები საბრძოლო ხელოვნებას მაგიდის ჩოგბურთს, ან ბადმინტონს?", — თქვა მან კითხვის პასუხად, უნდა აიკრძალოს თუ არა MMA კლუბები, რომლებსაც ხშირად სტუმრობენ გარკვეული ეთნიკური ჯგუფები.
"არის აშკარა ეჭვი, რომ ეს ათობით ათასი ადამიანი, შეიძლება, რაღაც ძალიან ცუდისთვის ემზადებოდეს. თუ უსაფრთხოების ძალების შეშფოთება არგუმენტირებული იქნება, რომ ასეთი კლუბების გაჩენამ, შესაძლოა, ექსტრემიზმი გააძლიეროს, მაშინ ამ საკითხს შესაბამისად უნდა მიეხედოს".
28 მაისს, ფედეევის კომენტარებიდან ერთი კვირის შემდეგ, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ ვლადისლავ დავანკოვმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ტანსაცმლის ტარებას, რომელიც მთლიანად, ან ნაწილობრივ ფარავს სახეს საზოგადოებრივ ადგილებსა და შენობებში. მან დაასახელა "ტერორისტული საფრთხეების მაღალი დონე" და პოტენციური თავდამსხმელების იდენტიფიცირების აუცილებლობა, სათვალთვალო კამერების გამოყენებით.
ჩეჩნეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა ადამ დელიმხანოვმა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული კადიროვთან, გააკრიტიკა კანონპროექტი და ხაზი გაუსვა ჰიჯაბისა და ნიქაბის დიფერენცირების აუცილებლობას.
"რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ამ კანონპროექტს. მინდა ავუხსნა დავანკოვს, თუ რა განსხვავებაა ნიქაბსა და ჰიჯაბს შორის: ნიქაბი არის ქალის სამოსი, რომელიც ფარავს სახეს, ხოლო ჰიჯაბი სახეს არ ფარავს”, — თქვა მან. "ჩვენ თვითონ არ ვაღიარებთ ნიქაბს, მაგრამ რაც შეეხება ჰიჯაბს, მისი ტარება მუსლიმი ქალის რელიგიური მოვალეობაა".
ჩეჩნეთის ხელისუფლება დიდი ხანია აკრიტიკებს ნიქაბის გამოყენებას რესპუბლიკაში; 2020 წელს ჩეჩნეთის მუფთმა სალახ მეჟიევმა საჯაროდ უსაყვედურა შვიდ გოგონას სახელმწიფო ტელევიზიით და აიძულა, ნიქაბი მოეხსნათ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები