რუსი დეპუტატი მოითხოვს იმ ადამიანების დასჯას, რომლებიც ყაბარდო-ბალყარეთში რუსულ ჰიმნზე ფეხზე არ წამოდგნენ
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა მოითხოვა რამდენიმე ადამიანის დასჯა, რომლებიც ყაბარდო-ბალყარეთში სახელმწიფო ჰიმნის მოსმენისას ფეხზე არ წამოდგა.
პარასკევს, ანდრეი კარტაპალოვმა, რომელიც თავმჯდომარეობს დუმის თავდაცვის კომიტეტს, გამოაქვეყნა კადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, ყაბარდო-ბალყარეთში სკოლის გამოსაშვებ ცერემონიაზეა გადაღებული. მასში ნაჩვენები იყო რამდენიმე დამსწრე, მათ შორის, ბავშვები, რომლებიც რუსეთის ჰიმნს მჯდომარედ უსმენდნენ. მოგვიანებით კარტაპალოვმა მედიის ინფორმაციაც მოიშველია, რომ ზოგიერთმა მათგანმა, ჰიმნის შესრულებისას, "ყურებზე ხელები აიფარა".
მან სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, გამოიძიონ ვიდეო და დაისაჯონ ისინი, ვინც ჰიმნის დროს ფეხზე ადგომაზე უარს ამბობდა.
"მე გავუგზავნე მოთხოვნა შესაბამის ორგანოებს, განიხილონ ეს ფაქტი, რათა შეფასდეს მოწოდებული ინფორმაცია და მივიღოთ პროცედურული გადაწყვეტილება", — დაწერა მან Telegram-ზე.
კვირას კარტაპალოვმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ შორის, ვინც ფეხზე არ წამოდგა ჰიმნის დროს, იყვნენ ჰიდროელექტროკომპანია RusHydro-ს დეპარტამენტის უფროსი, რუსეთის ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ცოლი, მთავარი ადგილობრივი დეველოპერის ცოლი.
მან აღნიშნა, რომ მის საჩივარს "ოპერატიულად უპასუხეს".
მიუხედავად იმისა, რომ ყაბარდო-ბალყარეთისა და რუსეთის საგამოძიებო ორგანოებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, მოჰყვება თუ არა ფაქტს რაიმე სახის დევნა, RusHydro-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა
"შეარცხვინა“ მთელი კომპანია.
"ყაბარდო-ბალყარეთის ფილიალის თანამშრომელმა შეურაცხყო კომპანია და შეურაცხყოფა მიაყენა ენერგეტიკის მუშაკთა 70 000-კაციან გუნდს, რომლებიც თავიანთი კეთილსინდისიერი შრომით უზრუნველყოფენ ურთულესი ობიექტების მუშაობას და ქვეყნის ენერგეტიკულ სუვერენიტეტს მთელი საათის განმავლობაში“, — ნათქვამია მათი განცხადება.
"კომპანიის მუშაკები ელიან, რომ თანამშრომელი საჯარო ბოდიშის მოხდას მოუხდის საზოგადოებასა და გუნდს და აუხსნის მისი არასათანადო ქცევის მიზეზებს, სკოლაში ოფიციალურ ღონისძიებაზე ეროვნული ჰიმნის საზეიმო შესრულებისას“.
ტელეგრამის არხმა Mash Gor, რომელიც აშუქებს კავკასიას, განაცხადა, რომ მშობლები, შეიძლება, დაჯარიმდნენ 2000-დან 3000 რუბლამდე (23-34 აშშ დოლარი).
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები