აგროსფერომ სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის კიდევ 6 სტუდენტს დაუნიშნა
ფოტო: აგროსფერო
მე-3 წელია, ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია აგროსფერო აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს. სასტიპენდიო პროგრამა ერთ-ერთი მათგანია, რომლის ფარგლებშიც კომპანია სტიპენდიას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მაღალი მოსწრების III-IV კურსის სტუდენტებს უნიშნავს და მათ თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება.
სტიპენდიის გაცემის პირველ წელს, კომპანია აგროსფერომ სტიპენდია დაგეგმილზე ერთით მეტს, ოთხ სტუდენტს გადასცა, მეორე წელს – სამს, ხოლო მიმდინარე წელს კომპანიამ მათი რაოდენობა გააორმაგა. კონკურსის შედეგად, აგრონომიის, მევენახეობა-მეღვინეობისა და მექანიკის ინჟინერიის პროგრამებიდან ორ-ორი სტუდენტი შეირჩა.
"დავინახეთ, რომ ჩვენ მიერ გადაცემული სტიპენდია სტუდენტებისათვის ძალიან კარგი მოტივაციაა, რაც თავიდანვე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის მოტივირებისა და პროფესიონალი კადრის მომზადებისთვის კი გადავწყვიტეთ, წელს მათი რაოდენობა გაგვეორმაგებინა.
მოხარული ვართ, რომ იზრდება სტუდენტების პროგრამით დაინტერესება. კიდევ უფრო სასიამოვნოა ის, რომ მათი წარმატების ნაწილი ვართ", — ამბობს აგროსფეროს სასწავლო ცენტრის #აგრარიუმის ხელმძღვანელი, მარიამ მერაბიშვილი.
სასტიპენდიო პროგრამის გარდა, აგროსფერო ახორციელებს პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამას, რომელიც სტიპენდიატებსა და დარგით დაინტერესებულ სხვა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა აგრო მიმართულებით.
"ისევე, როგორც გასულ წლებში, კომპანია წელსაც მზადაა უმასპინძლოს 10-15 აქტიურ და მოტივირებულ სტუდენტს. პროგრამა გულისხმობს პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას კომპანიის ბაზებზე სხვადასხვა მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში მთლიანად ფარავს სოფლის მეურნეობის დარგს. გვჯერა, რომ ეს სტუდენტებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა, რადგან პრაქტიკა და დარგთან უშუალო შემხებლობა შეუცვლელ გამოცდილებას სძენს ახალგაზრდებს", — გვითხრა მარიამ მერაბიშვილმა.
აგროსფეროში ამბობენ, რომ დარგით დაინტერესებული ახალგაზრდების ხელშეწყობა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ამიტომ საგანმანათლებლო პროგრამებს მდგრადი ხასიათი აქვს და მათი განხორციელება მომდევნო წლებშიც იგეგმება.
"უდიდესი სურვილი გვაქვს, რომ ტრადიცია გაგრძელდეს და ამისთვის განახლებული იდეებითა და მოტივაციით ვართ აღჭურვილი...
კომპანიის და პირადად ჩემი, როგორც ახალგაზრდების დიდი გულშემატკივრის, ყველაზე დიდი მოტივაცია და სურვილი იყო, სტიპენდიისა და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამა ყოფილიყო მდგრადი, გრძელვადიანი, პროდუქტიული და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის დადებითი შედეგების მომტანი. ჩვენი დაკვირვებითა და პროგრამაში ჩართულ სტუდენტთა შეფასებაზე დაყრდნობით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი შედგა და საკმაოდ წარმატებულად!", — ამბობს მარიამ მერაბიშვილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები