ის, რაც დროს გაუძლებს — ალიანს ჯგუფის ახალი კამპანია
ფოტო: ალიანსი
მონუმენტური შენობები სტანდარტული და მარტივი გადაწყვეტებით არ იქმნება.
თითოეული მათგანი ისტორიას სწორედ ექსცენტრიკული და გამბედავი ფორმითა, თუ ფუნქციურობით წერს.
ამ ყველაფრის სრულყოფილად გადმოსაცემად, Holy Motors-თან და Highway FX-თან კოლაბორაციით, ალიანს ჯგუფმა ახალი კამპანია შეიმუშავა.
ჰიპერრეალისტური და ნეო-მოდერნიზმში გადაწყვეტილი ანიმაციური ფილმი, მსოფლიო კულტურული ძეგლებისა და მონუმენტების პროექციიდან - ალიანს ჰაილაინის, როგორც მარადიული არქიტექტურული ნიმუშის შესახებ გვიყვება.
კამპანიის აღწერა
კამპანიაში მსოფლიო ცივილიზაციების ისტორიიდან არაერთ ღირსშესანიშნაობას შეხვდებით, რომელიც დროისა და მატერიებს მიღმა, მრავალ ათასწლეულს შემორჩა.
ეს ის შენობებია, რომლებიც საბოლოო სილუეტით, კონცეფციით, ცნობადობითა და არქიტექტურული, თუ კონსტრუქციული გადაწყვეტებით მონუმენტებად ჩამოყალიბდნენ, რითაც დროს - მათ ყველაზე სწორ გამომცდელს გაუძლეს, ხოლო იმავდროულად, ეპიკურ
ტრანსფორმაციებსა და ისტორიულ გარდატეხებში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანეს.
ის, რაც დროს გაუძლებს - ამ გზავნილით ერთიანდება კამპანიის იდეოლოგია, რომელიც საკვანძო მიგნებებით პარალელებს ავლებს ისტორიულ ნაგებობებსა და ალიანს ჰაილაინს შორის, თანამედროვე დროში:
თავდადება
ალიანს ჰაილაინი სამ განზომილებაში გადაწყვეტილი ფორმებიდან გამომდინარე, პირველი პროექტია, რომელზეც არა სტანდარტული ფასადის შეფუთვის, არამედ სკულპტურული მეთოდია გამოყენებული.
თითოეულ პილონს სწორედ ასე აქვს ფორმა მიღებული, რითაც პროექტის ფასადი უცვლელი დარჩება მრავალი წლის განმავლობაში.
ალიანს ჰაილაინის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ განსხვავებით სტანდარტული, ერთგვაროვანი მიდგომებისა - ყველა სართულისთვის ინდივიდუალური დაგეგმარება, ნახაზი და ყალიბია შექმნილი.
გარდა ამისა, საზოგადოებისა და მაცხოვრებლის კომფორტისთვის თამარაშვილის მხრიდან, ცალკეული, ავტონომიური გზა არის გაჭრილი.
რისკი
ყოველთვის მარტივი, დროითა და ბიუჯეტურად მომგებიანია ყველა იმ პროექტის აშენება, რომელიც სწორხაზოვნებას არ სცდება.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის დიზაინის შექმნის ეტაპებზეც ცხადი იყო, თუ რა ტიპის კომპლექსურობასთან და გამოწვევებთან იყო მისი აშენება დაკავშირებული, ალიანს ჯგუფმა და კომპანიის გუნდმა ყველა მიზანი, რომელიც ალიანს ჰაილაინის ფარგლებში იქნა დასახული, სრულყოფილად გადმოსცა იმ ნაგებობაში, რასაც დღეს თბილისის სამი ყველაზე მოძრავი გამზირის გასაყარზე ვხედავთ.
სიზუსტე
პროექტზე მუშაობისას, მისი არაორდინალური ფორმებიდან გამომდინარე, ყოველმხრივ იქნა გათვალისწინებული ბუნებრივი და ტექნოგენური დატვირთვების, სეისმური, აეროდინამიკური და ატმოსფერული ზემოქმედების გავლენა, ისევე როგორც გაანგარიშებები ქარის დატვირთვებზე.
შენობების მდგრადობის დამატებითად უზრუნველსაყოფად, მყარ ქანებზე დაფუძნებული მონოლითური რკინა-ბეტონის ფილა-ხიმინჯოვანი საძირკველი, 23მ-ის ჩაღრმავების 232 ერთეულ ხიმინჯს მოიცავს, რომელიც რაოდენობით მსოფლიო ლენდმარკისა და ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ნაგებობის, ბურჯ ხალიფას ხიმინჯებსაც აჭარბებს და საბოლოოდ, ალიანს ჰაილაინს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მყარ კონსტრუქციად აქცევს.
ხედვა
ალიანს ჰაილაინის არქიტექტორის, გიორგი ხმალაძის ერთ-ერთი თვითმიზანი პროექტისთვის გამორჩეული სილუეტის შექმნა იყო, რომელიც ხილვადი იქნებოდა როგორც შორი, ისე ახლო მანძილებიდანაც. შესაბამისად, კომპლექსი განვითარდა სამ მაღლივ, ვიწრო მოცულობად, რომელიც ნაცვლად დაბალი და განივი განაშენიანებისა, მაღალი და სრულად „გამჭოლია”, რითაც არ ფარავს ხედვის არეალებს სხვა შენობებში მაცხოვრებლებისთვის, თუ მოსიარულეებისთვის.
გარდა ამისა, პროექტის ყველა აპარტამენტი თავისი დაგეგმარებით მაქსიმალურად ბუნებრივადაა განათებული, რითაც უძრავი ქონების სექტორში იშვიათი პრეცედენტი შეიქმნა და პატარა, სტუდიოს აპარტამენტებიც კი ორი მიმართულების ხედითა და მკვეთრი განათებულობით გამოირჩევა.
მიუხედავად იმისა, რომ მაღალი განაშენიანების კომპლექსებში რეკრეაცია ფაქტობრივად არ არსებობს, ალიანს ჰაილაინში 40%-ზე მეტი სწორედ რეკრეაციულ სივრცეებს ეკუთვნით, რითაც პროექტირების ნაწილში მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული.
პროგრესი
ალიანს ჰაილაინი მულტიფუნქციურობის კონცეფციითაა შექმნილი, რითაც ერთ სივრცეში საერთაშორისო სტანდარტის საინვესტიციო და სტუმარმასპინძლობის გამოცდილება იყრის თავს, რომელსაც თან ახლავს მასშტაბური ინფრასტრუქტურა.
მსოფლიოში ყველაზე დიდი სტუმარმასპინძლობის ბრენდებთან - Wyndham Hotels & Resorts-თან და Aimbridge Hospitality-სთან თანაპარტნიორობით, პროექტში დედაქალაქის პირველი მაღალსტატუსური ბრენდული რეზიდენციები, Wyndham Grand Residences Tbilisi განთავსდება.
საკუთარი საქმის სიყვარული
ალიანს ჰაილაინი იმ კალიბრის პროექტებს მიეკუთვნება, რომელსაც მხოლოდ სანდო, გამოცდილი და გამოწვევებისკენ მისწრაფული ბრენდი შექმნიდა.
ალიანსი ბაზარს 20 წელია ნიშურ, ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს, რომელსაც საქართველოში არამხოლოდ უძრავი ქონების, არამედ სტუმარმასპინძლობის, სამშენებლო და საინვესტიციო ბაზრის მკვეთრი პროგრესირება მოჰყვა.
ალიანსის მასშტაბური პორტფელიდან 4 ბოლოდროინდელი პროექტის სამშენებლო არეალი სცილდება მილიონი კვადრატული მეტრის ნიშნულსა და მილიარდიან ჯამურ საინვესტიციო ღირებულებას, რითაც ხაზი ესმება კომპანიის მოღვაწეობის მასშტაბს.
ატიპიური გადაწყვეტების, მომავლის ხედვის, ინოვაციური მიდგომებისა და მაღალრეპუტაციული ბრენდების ერთ პროექტში გაერთიანებით იქმნება დედაქალაქის ლენდმარკი - ის,რაც კვალს დატოვებს, ის, რაც დროს გაუძლებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები