"დიდი სურვილი მაქვს, მქონდეს ექსპერიმენტული მეურნეობა და შევქმნა ახალი პროდუქტი" - გროსფეროს სტიპენდიატი
ფოტო: აგროსფერო
ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია აგროსფერო მე-3 წელია, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამებს ახორციელებს. პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.
წელს აგროსფერომ პროგრამაში მონაწილეთა რიცხვი გააორმაგა და სტიპენდია მაღალი მოსწრების III-IV კურსის 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცემათ შესაძლებლობაც, რომ პრაქტიკა-სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, სადემონსტრაციო სათბურში, სადემონსტრაციო ვენახში,
სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის წარმოებაში, მექანიზაციის სერვისში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებსა და სათბურებში გაიარონ.
გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ინტერვიუების სერია, რომელიც აგროსფეროს სტიპენდიატებს ახლოდან გაგაცნობთ. ამჯერად, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის პროგრამის III კურსის სტუდენტს, თეა იმნაძეს ვესაუბრეთ.
თეა, როგორ გაიგეთ აგროსფეროს სტიპენდიის შესახებ და იცნობდით თუ არა მანამდე კომპანიის საქმიანობას?
აგროსფეროს პირველივე კურსიდან ვიცნობ აგრარული უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმებიდან. ამასთან ერთად, გასულ წელს მონაწილეობა მივიღე ეროვნულ აგრარულ ოლიმპიადაზე, რომელზეც მე-2 ადგილი დავიკავე და „აგროსფეროსგან“ საჩუქრად ძალიან მნიშვნელოვანი საზომი ხელსაწყოების აგრო ნაკრები მივიღე. კომპანიის სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამების შესახებაც, ცხადია, გაგონილი მქონდა და მოუთმენლად ველოდი მე-3 კურსზე გადასვლას, რათა კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მქონოდა. ამ ხნის განმავლობაში ძალიან მოტივირებული ვიყავი, ვცდილობდი კარგად მესწავლა, რადგან მაღალ GPA-ს კონკურსისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
როგორ ფიქრობთ, რამდენად შეგიწყობთ ხელს სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამები პროფესიულ განვითარებაში?
სტიპენდია კარგად სწავლის მოტივაციას გაძლევს და გეხმარება სიღრმისეული თეორიული ცოდნა მიიღო. მეორე მხრივ, ჩემი პროფესია პრაქტიკაზეა დაფუძნებული, ამიტომ სტაჟირება დამეხმარება პრაქტიკაში გადავიტანო ის, რაც უნივერსიტეტში სხვადასხვა საგნის ფარგლებში ვისწავლე.
ვფიქრობ, სტიპენდია და სტაჟირება საუკეთესო მიქს შემოთავაზებაა, რაც, ცხადია, დიდ დახმარებას გამიწევს ჩემი პროფესიის უკეთ დაუფლებაში.
ფოტო: აგროსფერო
როდის დაინტერესდით სოფლის მეურნეობის დარგით?
ჩემთვის გარდამტეხი პანდემიის პერიოდი აღმოჩნდა, რადგან ძირითად დროს სახლში ვატარებდი და თავის გართობის მიზნით, მცენარეების მოვლა სწორედ მაშინ დავიწყე. მალევე სოფლის მეურნეობით დავინტერესდი და გადავწყვიტე, ამ სფეროს გავყოლოდი. არჩევანი აგრონომიის მიმართულებაზე შევაჩერე, რადგან ეს პროფესია მოითხოვს როგორც ველზე ყოფნას, ისე ლაბორატორიულ საქმიანობას, რაც განსაკუთრებულად მხიბლავს.
თეა, მოგვიყევით თქვენს სამომავლო გეგმებზე...
ამ ეტაპზე მინდა პრაქტიკული გამოცდილება დავაგროვო და ცოდნა გავიღრმაო. ამიტომ, ვგეგმავ, ჯერჯერობით სხვადასხვა მეურნეობაში ვცადო ბედი. საბოლოოდ კი, დიდი სურვილი მაქვს, მქონდეს ექსპერიმენტული მეურნეობა და შევქმნა ახალი პროდუქტი. ყველაფრის ნულიდან დაწყება მომიწევს და ეს მარტივი არ იქნება, თუმცა ამისთვის საკმარისი მოტივაცია ნამდვილად მაქვს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები