Europcar-ისა და Goldcar-ის ოფისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნა
ფოტო: თეგეტა
ქუთაისის აეროპორტის სტუმრები Europcar-ისა და Goldcar-ის მომსახურებით ისარგებლებენ. ესპანური ავტოგაქირავების საერთაშორისო ბრენდი Goldcar საქართველოში Europcar Georgia-მ შემოიყვანა. Goldcar გამოირჩევა კონკურენტული ფასებით, ავტომობილების ფართო არჩევანითა და მომსახურების მაღალი ხარისხით.
Europcar Georgia თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც უკვე ორი საერთაშორისო ბრენდის Europcar-სა და GoldCar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. ოფისების გახსნას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიისა და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სანდრო საყვარელიძე, ევროპქარის დირექტორი: "მოხარულები ვართ, რომ Europcar-ისა და Goldcar-ის სერვისებით სარგებლობა უკვე ქუთაისის აეროპორტშია შესაძლებელი. Goldcar-ით გვსურს, ავტოგაქირავების სერვისი ყველა ტიპის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. თუ Europcar გათვლილია პრემიუმ სეგმენტზე, ამასთან მოიცავს გრძელვადიანი, ერთიდან ხუთ წლამდე ვადით გაქირავების სერვისს, Goldcar ოპერირებს ბიუჯეტურ სეგმენტში და ორიენტირებულია მხოლოდ მოკლევადიან, მაქსიმუმ, ერთთვიან გაქირავებაზე. ბრენდი საუკეთესოდ პასუხობს მოგზაურთა საჭიროებებს.
საწყის ეტაპზე Goldcar ოპერირებას 42 ავტომობილით დაიწყებს და ის თავდაპირველად დიდ ქალაქებში იქნება ხელმისაწვდომი. გვიხარია, რომ რეგიონში კიდევ ერთი მსოფლიოს წამყვანი ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლები გავხდით, ბრენდის, რომელიც გამოირჩევა კონკურენტული ფასებით, ავტომობილების ფართო არჩევანითა და მომსახურების მაღალი ხარისხით."
ირაკლი ქარქაშაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი: "ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ. ხელი შევუწყოთ როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას, ისე ქართული კომპანიების მაქსიმალურად წარმოჩენას. მანქანის გაქირავების კუთხით კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ჩვენს აეროპორტში ხაზს უსვამს, რომ ინტერესი ქუთაისის აეროპორტის მიმართ ბიზნესის მხრიდან მაღალია, გარემო კი — საკმაოდ კონკურენტუნარიანი."
ფოტო: თეგეტა
Goldcar-ის ავტოპარკი დაკომპლექტებულია სედანის ტიპისა და მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის უახლესი ავტომობილებით. სერვისი მოიცავს როგორც მექანიკური, ისე ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანების გაქირავებას. ძირითადი აქცენტი ბიუჯეტური კლასის მოდელებზე კეთდება, A, B, C კატეგორიის ავტომობილებზე, თუმცა ავტოპარკში წარმოდგენილი იქნება ასევე ქროსოვერები და მაღალი გამავლობის ავტომობილები.
Goldcar 1985 წელს დაარსდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში. 2017 წლიდან GoldCar Europcar Mobility Group-ის წევრია. კავკასიის რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც გოლდქარი იქნება წარმოდგენილი.
Goldcar-ის სერვისით სარგებლობისას მომხმარებელს შეუძლია, ავტომობილი ერთიდან 29 დღემდე ვადით იქირაოს. ავტომობილის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე - ადგილზე.
Goldcar ოფისები წარმოდგენილი იქნება თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში. Europcar ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ივნისიდან ოპერირებს, ხოლო მას პირველი ივლისიდან GoldCar-იც შეუერთდა.
ფოტო: თეგეტა
ქუთაისის აეროპორტში სერვისით სარგებლობა ჩამოფრენის დარბაზში იქნება შესაძლებელი, სადაც Europcar-ის ოფისია განთავსებული. ავტომობილების დაჯავშნას მგზავრები შეძლებენ როგორც ადგილზე, ისე - კომპანიის ვებგვერდიდან.
Europcar Georgia თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. ახლა უკვე საქართველოში პირველად Europcar თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები