სამი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უბრუნდება 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭო უბრუნდება 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას, როდესაც საბჭოს სხდომები საზოგადოების ზედამხედველობის გარეშე ტარდებოდა.
ხელმომწერი ორგანიზაციები არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, სასამართლოს გუშაგი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებენ, დაიცვას კანონის მოთხოვნები საქმიანობის საჯაროობასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების დასწრება მონიტორინგის მიზნით.
განცხადების მიხედვით, მრავალი წინაღობის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, მონიტორინგს უწევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომათა მიმდინარეობას, თუმცა, მათი თქმით, უკანასკნელ პერიოდში, საბჭომ სრულად აღკვეთა აღნიშნული შესაძლებლობა:
"ეს პრობლემა პირველად 2024 წლის 8 ივლისს წამოიჭრა, ხოლო მეორედ — 11 ივლისს. ორივე შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისულ დამკვირვებლებს მრავალსაათიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს, რომ სხდომა გადაიდო. მოგვიანებით, ცხელი ხაზის მეშვეობით გაირკვა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხდომა ჩაატარა მაშინ, როდესაც დამკვირვებლები შენობაში იმყოფებოდნენ, თუმცა, ისინი სხდომაზე არ დაუშვეს".
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე წელიწადზე მეტია აღარ ქვეყნდება საბჭოს გადაწყვეტილებები, არ იტვირთება სხდომათა აუდიოჩანაწერები და კონსტიტუციური ორგანო აღარ გასცემს საჯარო ინფორმაციას სრულად და დროულად.
ასევე, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, საბჭო წერილობითი სახითაც კი არ პასუხობს დაინტერესებულ მხარეს, რაც "აფერხებს გასაჩივრების და სასამართლოს გზით საჯარო ინფორმაციის მიღების პროცესს".
არასამთავროები აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას სისტემატურად აკვირდებიან, რასაც სხდომებზე დასწრების შემთხვევაში თან ახლავს საბჭოს მხრიდან სხვადასხვა სახის ხელოვნური წინაღობების შექმნა, კერძოდ:
- იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე ვებგვერდზე განათავსოს ინფორმაცია სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე, თუმცა, საბჭო რეგულარულად არღვევს კანონს და სხდომის შესახებ ინფორმაციას, კანონით დადგენილი ვადების დარღვევით, ღამის საათებში აქვეყნებს;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები, ფაქტობრივად, რეგულარულ რეჟიმში ინიშნება, თუმცა იშვიათად ტარდება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისეთი კოლეგიური ორგანო, როგორიც იუსტიციის საბჭოა, ან სისტემატურად ვერ ახერხებს შეკრებას, ან გამიზნულად იქცევა ამგვარად;
- სხდომათა გადადების შესახებ დამკვირვებლების ინფორმირება არ ხდება დროულად და მათ ამის შესახებ მხოლოდ ხანგრძლივი, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ატყობინებენ;
- "გარდა დამკვირვებლებისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებიც აცხადებენ, რომ ისინი არ არიან ინფორმირებული სხდომასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხებზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციების თქმით, საბჭო ფიზიკურ წინაღობებსაც ქმნის. მაგალითად, 24 აპრილიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს კონსტიტუციური ორგანოს შენობაში შესვლა სხდომების დაწყებამდე, ზეპირსიტყვიერი ბრძანებით აუკრძალა:
"მონიტორებს სხდომათა ლოდინი დამამცირებელ პირობებში უწევთ. ამასთანავე, საბჭოს წევრთა მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციულ ქმედებებსაც, რათა დამკვირვებლების დასწრების შეზღუდვას გარკვეული ლეგიტიმაცია შესძინონ".
არასამთავროების შეფასებით, იუსტიციის საბჭოს მხრიდან ორგანიზაციებისათვის კარის დახურვით, სასამართლო სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლი გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაცვაზე ამბობს უარს და უბრუნდება 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას, როდესაც საბჭოს სხდომები საზოგადოების ზედამხედველობის გარეშე ტარდებოდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები