21-ე საუკუნის საუკეთესო წიგნები — ნახეთ The New York Times-ის სია
ფოტო: გამომცემლობა დიოგენე / გამომცემლობა პალიტრა L / სულაკაურის გამომცემლობა
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ამერიკულმა გაზეთმა, The New York Times-მა, 21-ე საუკუნის საუკეთესო წიგნების ასეული დაასახელა. რადგან უკვე საუკუნის მეოთხედი იწურება, გამოცემამ დროის ამ პერიოდში გამოქვეყნებული 100 საუკეთესო წიგნის სია შეადგინა. ჩამონათვალი 503 რომანისტის, პოეტის, კრიტიკოსის, რიგითი მკითხველისა და თავად NYT-ის ჟურნალისტების რჩეული წიგნებით შედგა.
სრული სია შეგიძლიათ გაზეთის ვებგვერდზე ნახოთ, ქვემოთ კი საუკუნის საუკეთესო წიგნების ათეულს იხილავთ.
- ელენა ფერანტეს My Brilliant Friend
- იზაბელ უილკერსონის The Warmth of Other Suns
- ჰილარი მენტელის Wolf Hall
- ედვარდ პ. ჯოუნსის The Known World
- ჯონათან ფრენზენის შესწორებები (ქართულად თარგმნა თამარ ჯაფარიძემ, სულაკაურის გამომცემლობა)
- რობერტო ბოლანიოს 2666
- კოლსონ უაითჰედის მიწისქვეშა რკინიგზა (ქართულად თარგმნა ზაზა ჭილაძემ, გამომცემლობა პალიტრა L)
- ვ. გ. ზებალდის აუსტერლიცი (ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ, გამომცემლობა დიოგენე)
- კაზუო იშიგუროს არასოდეს გამიშვა (ქართულად თარგმნა დავით აკრიანმა, გამომცემლობა პალიტრა L)
- მერილინ რობინსონის Gilead
იმის მიუხედავად, რომ ამ ათეულიდან ექვსი წიგნი ქართულად ნათარგმნი არაა, მათგან ერთი-ორის ავტორს ქართველი მკითხველი მაინც იცნობს. მაგალითად, მერილინ რობინსონის რომანი მშობლიური კერა გამომცემლობა პალიტრა L-მა დაბეჭდა 2014 წელს (მთარგმნელი ლალი გოგაძე), ელენა ფერანტე კი გავიცანით რომანით მარტოობის დღეები, რომელიც 2020 წელს შემოგვთავაზა გამომცემლობამ ზოლიანი კატა (მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე).
თუმცა, აღსანიშნავია, რომ NYT-ის მიერ საუკუნის საუკეთესო რომანად დასახელებული My Brilliant Friend (ორიგინალური იტალიური სახელწოდებაა L'amica geniale — "შესანიშნავი მეგობარი") ელენა ფერანტეს — ფსევდონიმით ცნობილი უცნობი იტალიელი მწერლის — ყველაზე პოპულარული წიგნიცაა. ავტორმა მისით დაიწყო ნეაპოლიტანური რომანების ოთხნაწილიანი სერიის გამოშვება. წიგნის მიხედვით გადაიღეს სერიალიც, რომელსაც მსოფლიო აღიარება ხვდა წილად.
ქართველი მკითხველისთვის ცნობილ და საყვარელ წიგნებს კი ათეულს მიღმაც შეხვდებით. მაგალითად, ჯოან დიდიონის ჯადოსნური ფიქრის წელიწადი მე-12 ადგილზე გავიდა, კორმაკ მაკარტის გზა — მე-13 ადგილზე, იენ მაკიუენის მონანიება — 26-ე ადგილზე, ნ.კ. ჯემისინის მეხუთე ტალღა — 44-ე ადგილზე, მარჯან სატრაპის პერსეპოლისი — 48-ე ადგილზე, ფერანტეს ზემოხსენებული რომანი, მარტოობის დღეები კი, 92-ე ადგილზე აღმოჩნდა.
თუმცა, სიისთვის თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ საუკუნის საუკეთესო წიგნებად დასახელებული ტექსტების ასეულიდან უდიდესი ნაწილი ქართულად არაა ნათარგმნი. ასე რომ, იმედი ვიქონიოთ, ქართველი გამომცემლები სამომავლოდ ამ საქმეზე იზრუნებენ.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები