"ჩემი თავი კერძო სექტორში წარმომიდგენია, საკუთარი ვენახითა და მეღვინეობით" — აგროსფეროს სტიპენდიატი
ფოტო: აგროსფერო
ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია აგროსფერო მე-3 წელია, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამებს ახორციელებს. პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.
წელს კომპანია აგროსფერომ პროგრამაში მონაწილეთა რიცხვი გააორმაგა და სტიპენდია მაღალი მოსწრების III-IV კურსის 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცემათ შესაძლებლობაც, რომ პრაქტიკა-სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, სადემონსტრაციო სათბურში, სადემონსტრაციო ვენახში,
სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის წარმოებაში, მექანიზაციის სერვისში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებსა და სათბურებში გაიარონ.
აგროსფერო გთავაზობთ ინტერვიუების სერიას, რომელიც მათ სტიპენდიატებს ახლოდან გაგაცნობთ. ამჯერად, აგროსფერო, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის პროგრამის III კურსის სტუდენტს, მიხეილ ნატროშვილს ესაუბრა.
მიხეილ, როგორ გაიგეთ აგროსფეროს სტიპენდიის შესახებ და იცნობდით თუ არა მანამდე კომპანიის საქმიანობას?
დიახ, აგროსფეროს მანამდეც ვიცნობდი, მეტიც, საკუთარი მეურნეობა მაქვს და მისი პროდუქციის მომხმარებელი ვარ. გარდა ამისა, ყოველთვის ვინტერესდებოდი კომპანიის ვაკანსიებით აგრარული უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმებზე. სტუდენტები კარგად ვიცნობთ აგროსფეროს სტიპენდიატებსაც, რადგან მათი ფოტოები და ფრაზები ჩვენს ბიბლიოთეკაშია გამოკრული.
რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ მსგავსი ტიპის პროგრამები?
ჩემი აზრით, ამგვარი პროგრამები უფრო მეტად გვიღვივებს სტუდენტებს სწავლის სურვილს. როცა იცი, რომ ამგვარი რამ არის ხელმისაწვდომი, უფრო მეტად ცდილობ კარგად სწავლას. მეორე მხრივ, ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი ეს მოტივაცია რაღაცით ჯილდოვდება. რაც შეეხება სტაჟირებას, ის ერთგვარი გზამკვლევია შემდგომი განვითარებისთვის.
რატომ დაინტერესდით სოფლის მეურნეობის დარგით?
ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი ბავშვობაში დაიწყო. დაახლოებით 50 წლის წინ პაპაჩემმა ვენახი გააშენა, რომლის მოვლაში მეც ვიღებდი მონაწილეობას. სხვლა თუ სხვა მწვანე ოპერაციების ჩატარება, მოსავლის აღება და ღვინის კეთება ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამავდროულად, ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი პროფესიულად არ კეთდებოდა და პაპაჩემის მეურნეობა მხოლოდ წინაპრებისგან ბოძებულ ცოდნასა და გამოცდილებას ეფუძნებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, უკეთ შემესწავლა ეს სფერო და სიღრმისეულად მცოდნოდა ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენებისთვის საჭირო ყველა ოპერაცია.
მიხეილ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
უახლოესი გეგმები ჩემს სწავლას შეეხება. სექტემბერში ორი თვით უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამით საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მივდივარ, სადაც ერთ-ერთ ცნობილ მარანში გავივლი პრაქტიკას. საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ კი, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას. საბოლოოდ, ჩემი თავი კერძო სექტორში წარმომიდგენია, საკუთარი ვენახითა და მეღვინეობით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები