როგორო ვმართოთ ქრონიკული დაავადებები ზაფხულში? — რეკომენდაციები სპეციალისტისგან
ფოტო: თოდუას კლინიკა
ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის პირობებში ყველა ჩვენგანს შეიძლება შეექმნას სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემა, თუმცა, წელიწადის ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ქრონიკული დაავადების მქონე პირებს. საქმე ისაა, რომ მაღალი ტემპერატურა საგრძნობლად ზრდის ზოგიერთი დაავადების გამწვავების რისკს.
თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის თერაპევტი მაკა ღუჭაშვილი საუბრობს რომელი ქრონიკული დაავადებებია განსაკუთრებით საყურადღებო ზაფხულში და როგორ შეიძლება მათი გამწვავების თავიდან აცილება.
ქალბატონო მაკა, რა ტიპის ქრონიკული დაავადებები შეიძლება გამწვავდეს ზაფხულში?
ზოგადად, მაღალმა ტემპერატურამ ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც შეუქმნას. მეტად მოსალოდნელია იმ პაციენტების მდგომარეობის გაუარესება, რომლებსაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ. თუმცა რეკომენდაციების დაცვით, მათი გამწვავების თავიდან აცილება შესაძლებელია.
ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ზაფხულში მწვავდება, შეგვიძლია რამდენიმე მიმართულებად დავყოთ, ესენია: სასუნთქი სისტემის, გულსისხლძარღვთა სისტემის, საშარდე სისტემის, კანის დაავადებები და სხვა.
სასუნთქი გზების რომელი დაავადებებია განსაკუთრებული საყურადღებო?
სასუნთქი სისტემის პათოლოგიებიდან აუცილებლად უნდა გამოვყოთ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) და ბრონქული ასთმა. საქმე ისაა, რომ მაღალი ტემპერატურის დროს ჰაერი კიდევ უფრო ბინძურდება, იმატებს ნახშირორჟანგისა და მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია. ამასთანავე, ხშირია შიდა სივრცეების გადაჭარბებული გაგრილება, რაც ჰაერის გამოშრობას განაპირობებს. ეს ყველაფერი კი შეიძლება უარყოფითად აისახოს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებზე. დაავადებების გამწვავება შეიძლება ხველით, ცემინებით, ქოშინით, მსტვინავი სუნთქვითა და გულმკერდის არეში შებოჭვის შეგრძნებით გამოვლინდეს.
როგორია გულსისხლძარღვთა სისტემის იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომლებიც წელიწადის ამ დროს მწვავდება?
ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ჰიპერტენზიისა და არითმიის მქონე პირებს. მაღალი ტემპერატურის პირობებში ჭარბად გამოიყოფა ოფლი, ფართოვდება პერიფერიული სისხლძარღვები, ხშირია წნევის ცვალებადობა. იმისათვის, რომ სისხლის ნორმალური მიმოქცევა შენარჩუნდეს, გული უფრო აქტიურად იწყებს მუშაობას, რაც ამ დაავადების მქონე პაციენტებზე განსაკუთრებით უარყოფითად აისახება.
სისხლის მიმოქცევის შეფერხება სითხის დეფიციტითაა განპირობებული, ამიტომ გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები განსაკუთრებით უნდა ეცადონ, მიიღონ საკმარისი წყალი. არანაკლებ მნიშვნელოვანია არტერიული წნევის მონიტორინგიც.
კანის რომელი ქრონიკული დაავადებების მიმართ გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება?
კანის ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა ატიპიური დერმატიტი, როზაცეა, ფსორიაზი და სხვა, შესაძლოა არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ წელიწადის ცივ სეზონზეც გამწვავდეს. საქმე ისაა, რომ მათზე დიდ გავლენას ახდენს ტემპერატურული ცვლილებები და ტენიანობის განსხვავებული დონე. ზაფხულში კანის დაავადებების გამწვავებას ძირითადად ჭარბი ოფლიანობა და ალერგენების სიმრავლე განაპირობებს. შედეგად, ჩვენ მიერ ჩამოთვლილი დაავადების მქონე პაციენტებს მაღალი ტემპერატურის დროს შეიძლება გამოუვლინდეთ კანზე სიწითლეები, გამონაყარი და აღენიშნებოდეთ ქავილი. ამ ჩივილების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ, კარგად დაიტენიანოთ კანი და დაიცვათ ის მზისგან დამცავი საშუალებებით.
როგორც ვიცით, არანაკლები ყურადღება უნდა გამოიჩინონ დიაბეტის მქონე ადამიანებმაც. რატომ მწვავდება დაავადება ზაფხულში?
ზაფხულში დიაბეტის მქონე პირებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ჰიდრატაციას, რადგან არასაკმარისი სითხის მიღების დროს სისხლში შაქრის დონე იზრდება. თავის მხრივ, გლუკოზის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ხშირი შარდვა, რაც გაუწყლოვნებას კიდევ უფრო უწყობს ხელს. ამიტომ დიაბეტის მქონე პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიიღონ საკმარისი სითხე.
ცალკე უნდა გამოვყოთ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, ქრონიკული ვენური უკმარისობა. საქმე ისაა, რომ როდესაც ცხელა, ვენების სანათურის კედლები ფართოვდება, უარესდება ლიმფის დრენაჟი და ხდება მიკროცირკულაციური პროცესის მოშლა. შედეგად, სიცხის დროს ვენური შეშუპება კიდევ უფრო მეტადაა გამოხატულია.
რა რეკომენდაციებს მისცემდით პაციენტებს გართულებების პრევენციისთვის?
პირველ რიგში, მაქსიმალურად ეცადეთ მოერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას მაღალი ტემპერატურის დროს, განსაკუთრებით შუა დღეს. ასევე, მოერიდეთ მცხუნვარე მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას, მოხრილ მდგომარეობაში მუშაობას. ასეთ დროს კიდევ უფრო ძლიერდება ოფლდენა და ბევრ სითხეს ვკარგავთ. ამიტომ ფიზიკური აქტივობები უმჯობესია დილას ან საღამოს დაგეგმოთ. არ დაივიწყოთ მზეზე ყოფნის დროს ქუდის ტარება და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება.
მაღალი ტემპერატურის დროს, სასურველია, გავაგრილოთ შიდა სივრცეები, თუმცა ზომიერად. გირჩევთ ატაროთ ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული და ღია ფერის ტანსაცმელი, რათა მაქსიმალურად დაიცვათ თავი მზის სხივების ზემოქმედებისგან. აუცილებელია მივიღოთ მინიმუმ 1,5 -2 ლიტრი წყალი, მათ შორის, მინერალური, რათა შევინარჩუნოთ მიკროელემენტების – კალიუმისა და მაგნიუმის თანაფარდობა და კონცენტრაცია.
ზაფხულში არანაკლებ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ კვებასაც. ცხელ პერიოდში, შეეცადეთ მიირთვათ ნაკლებად ცხელი, ცხიმიანი და შემწვარი პროდუქტები. გირჩევთ, შეამციროთ ჭარბი ხორცის მოხმარება და მეტად გაამდიდროთ რაციონი ბოსტნეულითა და ხილით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები