საქართველოს ბანკის ფულბრაიტის სტიპენდია არის კიდევ ერთი ბიძგი, არ გავჩერდე — მერი ქადაგიძის ისტორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
მათ, ვინც განათლებისა და კარიერული განვითარების გზაზე არ ჩერდება, საქართველოს ბანკი საბოლოო მიზნების მიღწევაში ეხმარება. სხვადასხვა პროექტისა და სტიპენდიის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი წლებია, მიზანდასახული და შრომისმოყვარე სტუდენტებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ შესაძლებლობებს შორისაა ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა, რომელთანაც საქართველოს ბანკი 2014 წლიდან თანამშრომლობს და უკვე 10-ზე მეტ სტუდენტს აშშ-ში სწავლისა და ცხოვრების ხარჯები მთლიანად დაუფინანსა. ფულბრაიტის პროგრამაზე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი წელს მერი ქადაგიძე გახდა, რომელიც თავისი გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრა.
რატომ ფულბრაიტი
"ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა გამოირჩევა მაღალი კონკურენციით და შერჩევის პროცედურაც მრავალმხრივი და ხანგრძლივია. ეს, ერთი მხრივ, დამღლელია მონაწილეებისთვის, თუმცა მეორე მხრივ, ზრდის პროცესის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობასა და სანდოობას, რაც პირადად ჩემთვის, გადამწყვეტია ამ და სხვა კონკურსებში მონაწილეობის დროს.
კონკურსში წელს პირველად ვმონაწილეობდი და ეს გადაწყვეტილება სააპლიკაციო პერიოდის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე მივიღე. სტიპენდიის მოპოვების მოლოდინიც ისევე მქონდა, როგორც თითოეულ განმცხადებელს, თუმცა კონკურსის პრესტიჟულობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, ვიაზრებდი იმასაც, რომ სტიპენდიის ვერ მიღების შესაძლებლობაც მაღალი იყო. ამის მიუხედავად, უკვე რამდენიმე წელი ვემზადებოდი სწავლის გასაგრძელებლად და მიმაჩნდა, რომ მიუხედავად შედეგისა, ეს გამოცდილება დამეხმარებოდა აკადემიური პერსპექტივების უკეთ გაცნობიერებასა და ასევე შემდგომი კონკურსისთვის მომზადებაში", — ამბობს მერი.
გზა ფულბრაიტის სტიპენდიატობამდე და სამომავლო გეგმები
ფულბრაიტის სტიპენდიის ფარგლებში, მერი სწავლას აშშ-ის ვაშინგტონის უნივერსიტეტში განათლების პოლიტიკისა და ორგანიზაციული ლიდერობის მიმართულებით გააგრძელებს. მერი განათლების მკვლევარი და სპეციალისტია, აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ კი, საქართველოში დაბრუნებასა და მიღებული ცოდნით განათლების სისტემის გაუმჯობესების პროცესში ჩართვას გეგმავს.
"ვმუშაობ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის, განათლების სოციალური პოლიტიკის, განათლების მიღების შესაძლებლობების გამრავალფეროვნებისა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ უთანასწორობის აღმოფხვრისთვის, რომელიც ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას უკავშირდება. აღნიშნული პროგრამა განათლების პოლიტიკას სწორედ სოციალური უთანასწორობის კონტექსტში უყურებს და ცდილობს, დაეხმაროს სტუდენტებს როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში, რაც ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
კარიერულ გეგმებს რაც შეეხება, მას შემდეგ, რაც შევცვალე ჩემი პირველი კარიერული არჩევანი და ბიზნესის სფეროდან განათლებაში გადავინაცვლე, ვმუშაობ, რათა ხელი შევუწყო როგორც განათლების სისტემის მართვის დემოკრატიზაციას, ასევე მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სასკოლო თემის საჭიროებებზე ზრუნვას, მათი კეთილდღეობისა და განვითარების მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, სწავლის დასრულების შემდგომ, ვგეგმავ როგორც აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას და საქართველოს რეგიონულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობას, ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებში განათლების პოლიტიკის ადვოკატირების მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას. თუმცა ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით, ასევე მნიშვნელოვნად ვთვლი ჩემი და სხვა სტიპენდიატების დასაქმებას საჯარო უწყებებში, რაც დაგვეხმარება სფეროს განვითარებასა და მართვის დემოკრატიული პარადიგმის დანერგვაში", — აღნიშნა მერიმ.
როგორ უნდა მოიპოვო ფულბრაიტის სტიპენდია
ვინც სამომავლოდ ფულბრაიტის სამაგისტრო კონკურსში მონაწილეობას გეგმავს, საქართველოს ბანკის სტიპენდია აშშ-ში სწავლის დაფინანსების დამატებით შანსს აძლევს. მერის აზრით, ფულბრაიტის სამაგისტრო კონკურსი სწორედ ის უნიკალური შანსია, რომელიც საკუთარი და სხვების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ყველა მსურველმა უნდა გამოიყენოს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს კი შემდეგ სამ რჩევას აძლევს:
1. "დიდი დრო დაუთმეთ აკადემიური და კარიერული მიზნების შესახებ ფიქრს და ეს უშუალოდ აპლიკაციის შევსებამდე გააკეთეთ. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციის შევსება შედარებით გვიან დავიწყე, ვიცოდი სფერო, პროგრამები და რაც მთავარია, ის მიზნები, რომელთა მისაღწევადაც მჭირდებოდა სწავლის გაგრძელება. ეს კი ძალიან დამეხმარა ესეებისა და გასაუბრებისთვის მომზადებაში.
2. სურვილი და მოტივაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე აუცილებელია აპლიკაციის კარგად გაცნობა და თანმიმდევრულობა, რაც დავაზღვევთ შეცდომებისგან და შფოთვასაც შეგიმცირებთ.
3. კონკურსში მონაწილეობა და სწავლის გაგრძელება არის თქვენი პირადი არჩევანი და უნიკალური გამოცდილება, ამიტომ განეწყვეთ ამ პროცესისთვის, იზრუნეთ საკუთარ თავზე და გაუზიარეთ იდეები თქვენთვის სანდო ადამიანებს, რაც თითოეულ ეტაპზე დაგეხმარებათ", — ამბობს მერი.
განათლების უსაზღვრო შესაძლებლობები საქართველოს ბანკისგან
"ხშირად აღვნიშნავ, რომ განათლება სოციალური სიკეთეა, რომელიც საბოლოოდ თითოეულ ჩვენგანისა და ჩვენი სახელმწიფოს ზრდას, კეთილდღეობასა და განვითარებას განაპირობებს. ამასთან, ხარისხიან განათლებაზე წვდომა საქართველოში და არამხოლოდ, რჩება პრივილეგიად, რომელიც არ აქვს ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების 60%-ზე მეტს. ეს შესაძლებლობა არ მექნებოდა მეც, საქართველოს ბანკისა და ფულბრაიტის პროგრამის გარეშე. ამასთან, მიმაჩნია, რომ თითოეული ორგანიზაცია, რომელიც ინვესტიციას დებს განათლებასა და იმ ადამიანებში, ვინც ამ სფეროს ემსახურებიან, სწორედ რომ ამ სოციალური სიკეთის შექმნაში იღებს მონაწილეობას. სასიამოვნოა, რომ ამ პროცესის მონაწილე ჩემთან ერთად საქართველოს ბანკიცაა, რაც ჩვენ, როგორც სტიპენდიატებს, დამატებით პლატფორმასაც გვაძლევს საკუთარი მოსაზრებებისა თუ მიღებული გამოცდილებების გაზიარებისა და გავრცელებისათვის.
სტიპენდიის მოპოვებით ახალ ეტაპს ვიწყებ, რომელიც პიროვნულად და ასევე პროფესიულად სრულიად განსხვავებული და ძალიან მდიდარი გამოცდილებების შეძენის საშუალებას მომცემს. მეორე მხრივ, ეს არის კიდევ ერთი ბიძგი და წინაპირობა, არ გავჩერდე და საკუთარ ქვეყანაში იმ მიზნებისთვის გავაგრძელო მუშაობა, რომელთა გამოც კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე", — დასძინა მერიმ.
თუ გაინტერესებს, განათლების კიდევ რა შესაძლებლობებს გთავაზობს საქართველოს ბანკი და რომელია შენზე მორგებული, CSR.BOG.GE-ს შეგიძლია ეწვიო.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები