როგორ გააცნო დრაკულამ "წინწყარო" მსოფლიოს
ფოტო: 20th Century Fox
ინგლისელმა მუსიკოსმა კეიტ ბუშმა 1985 წელს გამოუშვა თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი, Hounds of Love, რომელიც მის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. ალბომში შედის სიმღერა Running Up That Hill (A Deal With God), რომელიც ნეტფლიქსის პოპულარულ სერიალ Stranger Things-ში გაჟღერების შემდეგ მსოფლიო ჰიტი გახდა და არაერთი ქვეყნის ჩარტების სათავეშიც აღმოჩნდა.
თუკი Hounds of Love-ის მოსმენას დაიწყებ, ალბომის დასასრულს შენს ყურადღებას ნაცნობი, ქართული მელოდია მიიქცევს. ეს წინწყაროა — ქართლ-კახური სატრფიალო სიმღერა — რომლის ნაწყვეტები ბუშის ალბომის მე-11 ტრეკში, Hello Earth, ჟღერს. სიმღერას კეიტი "დედამიწის იავნანას" უწოდებს. თუმცა, კომპლექსური ფორმის, პოეტური ტექსტისა და სხვადასხვა ჟანრის ელემენტების მქონე ეს კომპოზიცია არცთუ ადვილი დასაწერი ყოფილა, მის დასრულებაში კი, როგორც აღმოჩნდა, ინგლისელ მუსიკოსს სწორედ ქართული ხალხური სიმღერა დახმარებია.
"Hello Earth ძალიან რთულად დასაწერი სიმღერა იყო, რადგან, რაღაც მხრივ, ჩემთვის მეტისმეტად მასშტაბური გახლდათ", — ჰყვება ბუში 1992 წლის ინტერვიუში, — "საბოლოოდ, ხელთ მქონდა სიმღერა, რომლის მისამღერებშიც ორი უზარმაზარი სიცარიელე იყო. იმ მომენტში, როცა დრამები და სხვა ყველაფერი ჩერდება, მეკითხებოდნენ, აქ რა უნდა მოხდესო. მე კი პასუხი არ მქონდა. მთელი სიმღერა მზად იყო, ყველაფერი გვქონდა, მაგრამ მისამღერში ეს სიცარიელეები მაინც რჩებოდა. ვიცოდი, რომ მათ ამოსავსებად რაღაც მჭირდებოდა და ვიფიქრე, ვოკალურ ნაწარმოებს გამოვიყენებ-მეთქი. ფილმში ნოსფერატუ ერთ ტრადიციულ მელოდიას მოვკარი ყური. ყველაფერი, რაც მანამდე მომაფიქრდა, ამ მელოდიის გვერდით ნაგავს ჰგავდა. მოვიკვლიეთ, შეგვეძლო თუ არა მისი გამოყენება; შესაძლებელი ყოფილა, ასე რომ, ორიგინალის ხმაბაძვით სიტყვები მოვიფიქრე და ის ხელმეორედ ჩავწერეთ. ამგვარად, მისამღერებში მანამდე არსებული შავი ხვრელები ამ მშვენიერმა ხმებმა შეავსო".
მშვენიერი ხმები კომპოზიციაში დირიჟორ რიჩარდ ჰიკოქსის მომღერლებმა გააჟღერეს. მასში ძნელად თუ გაარჩევ სიტყვებს, მაგრამ ინგლისელმა მუსიკოსებმა ქართულ მრავალხმიანობას სათანადო პატივი მიაგეს, წინწყარო კი, ბუშის დახმარებით, უამრავმა უცხოელმა მელომანმა გაიცნო.
თუმცა, კეიტ ბუშამდე ქართული პოლიფონიით და კონკრეტულად წინწყაროთი საკულტო გერმანელი კინორეჟისორი ვერნერ ჰერცოგი მოხიბლულა. სწორედ მისი გადაღებულია ფილმი ნოსფერატუ, რომელსაც ბუში ინტერვიუში ახსენებს.
ნოსფერატუ: ღამის მოჩვენება (Nosferatu: Phantom der Nacht) ეკრანებზე 1979 წელს გამოვიდა. ეს გოთიკური კინოსურათი ბრემ სტოკერის დრაკულას ერთგვარი ადაპტაციაა, სადაც გრაფი დრაკულა ტრანსილვანიიდან გერმანიის ქალაქ ვისმარში ინაცვლებს და ჭირს ავრცელებს. ჰერცოგის ნამუშევარს დიდი კომერციული წარმატება და კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს კი ფილმი უკვე საშინელებათა ჟანრის კლასიკაა.
ნოსფერატუს ერთ-ერთ, დასკვნით სცენაში "დონს მაკაბრის", სიკვდილის ცეკვის შემაძრწუნებელი სურათი ცოცხლდება. ლუსი ჭირმოდებული ვისმარის მთავარ მოედანზე გადის და კუბოების გვერდით მოცეკვავე, მონადიმე ხალხს აკვირდება. სწორედ ამ სცენაში ისმის წინწყარო და ქართული სატრფიალო სიმღერა ავისმომასწავებელ მელოდიად იქცევა.
წინწყაროს ფილმში გამოყენებული ვერსია ანსამბლ გორდელას ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ წინწყარო ასევე ჟღერს უნგრელი რეჟისორის, დიორდ ფეჰერის, 1990 წელს გამოშვებულ დეტექტიურ ფილმში ბინდი (Szürkület), კეიტ ბუშის Hello Earth კი ამერიკული სერიალის, Miami Vice-ის, ერთ-ერთ ეპიზოდშია გამოყენებული. წინწყაროს "ქავერ" ვერსია ჩაწერილი აქვს ცნობილ ბოსნიელ მუსიკოსს, გორან ბრეგოვიჩსაც.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები