ადიღეში დააკავეს 18 წლის ბიჭი, რომელიც, ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა
ფოტო: TASS
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკაში, ადიღეში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ტერორისტული თავდასხმა აღკვეთა.
FSB-მ განაცხადა, რომ დააკავეს 18 წლის ბიჭი შუა აზიის ქვეყნიდან, რომელიც "საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის" წევრია.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS, FSB-ზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებული ამზადებდა თავდასხმას ადიღეს დედაქალაქ მაიკოპში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, განზრახვა სასულიერო პირებისა და დაცვის თანამშრომლების მოკვლა იყო.
"ტერორისტმა […] შეისწავლა ტერიტორია, შეადგინა თავდასხმის გეგმა, შეიძინა საჭირო კომპონენტები და დაამზადა ხელნაკეთი ცეცხლის გამჩენი მოწყობილობები", — წერს TASS.
ტერაქტის მოწყობის ბრალდებით, ეჭვმიტანილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
TASS-ის ცნობით, დაკავებულს აღმოაჩნდა "საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის აკრძალული მასალები, ტერორისტული ორგანიზაციის დროშა, დანა და ცეცხლის გამჩენი მოწყობილობის კომპონენტები“.
TASS-მა, ასევე, გამოაქვეყნა ეჭვმიტანილის დაკავებისა და დაკითხვის კადრები, სადაც 18 წლის მოზარდი აღწერს, თუ როგორ გეგმავდა თავდასხმას.
"წავიღეთ საწვავი, გვინდოდა ღობეზე ასვლა და ეკლესიისთვის ცეცხლის წაკიდება. მე ვუყურე ვიდეოებს, სადაც ამ დროშებით იყვნენ ადამიანები, [...] ისლამური სახელმწიფოს დროშით, და ხალხი ამბობს — "რატომ უკიდებენ ისინი ცეცხლს თქვენს მეჩეთებს, თქვენ კი არაფერს აკეთებთ", — ამბობს დაკავებული კადრებში.
"დაცვა რომ ყოფილიყო, ვაპირებდით, მოგვეკლა. თავდაპირველად, ვთქვი, რომ დანას დავარტყამდი მას, თუმცა მათ უნდოდათ, რომ ბენზინი დაესხათ და კარი გაგვეღო", — აღნიშნა მან.
დაგეგმილი თავდასხმის სხვა მონაწილეების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
23 ივნისს, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 16-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო დერბენტსა და მაჰაჩყალაში ეკლესიებსა და სინაგოგაზე თავდასხმების შედეგად.
თავდასხმების შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსი ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად საუბრობენ რეგიონში რადიკალიზმსა და ექსტრემიზმზე.
9 ივლისს FSB-ის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა გამართა შეხვედრა ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ.
მან განაცხადა, რომ მიიღეს ზომები, რათა გაიზარდოს ეფექტიანობა, ფედერალურ სააგენტოებსა და რესპუბლიკების უწყებებს შორის თანამშრომლობით, ტერორიზმთან საბრძოლველად.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები