საქართველოს ეროვნული პლატფორმა

17 Jul. 2024, 15:56

საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს რუსეთის სასტიკ დარტყმას უკრაინაში სამშობიაროსა და ოჰმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოზე.

რუსეთის შეიარაღებული ძალები სისტემატურად სჩადიან ასეთ სამხედრო დანაშაულებს. 1400-ზე მეტი თავდასხმაა დოკუმენტირებული უკრაინის ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სამედიცინო მუშაკების წინააღმდეგ. ოფიციალური მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე ჯანდაცვის 200 მუშაკი დაიღუპა.

რუსული შეიარაღება განზრახ ბომბავს უკრაინის ჯანდაცვის ობიექტებს, რაც არის როგორც ომის დანაშაული, ასევე, მძიმე დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

წარმოუდგენელმა აგრესიამ ბავშვების, ქალებისა და ჯანდაცვის მუშაკების მიმართ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ აუცილებელია მეტი დახმარება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის, ასევე, საერთაშორისო მხარდაჭერა და მზარდი ზეწოლა კრემლის ტირანიის წინააღმდეგ.

ჩვენ, საქართველოს ეროვნული პლატფორმა, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს. მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნებს, გაზარდონ უკრაინის მხარდაჭერა ყველა სფეროში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…