მოსაწევის მაძებარი ჯაზმენი და მოდერნისტი ბაბულიკები - დღე მეოთხე
ფოტო: დიმიტრი სანაია
როგორც გახსოვთ, Mastercard-ის გამოწვევის მესამე დღეს სრულიად დაუგეგმავად ქობულეთში აღმოვჩნდი და იქიდან, გამთენიისას დავბრუნდი. კარგად გამოძინებისა და რამდენიმე ლიტრი გაზიანი სასმელით გაგრილების შემდეგ, ბათუმის ქუჩებს კიდევ ერთხელ გავუყევით. ვიფიქრე, დღეს გამოწვევის ბოლო დღეა და თავი რითი შევიქციო-მეთქი.
ბათუმი უჩვეულოდ მოღუშული და დაღლილი ჩანდა. თუკი წინა დღეებში ტურისტები მიდი-მოდიოდნენ, იმ დღეს სასეირნოდ გამოსულ ადამიანს იშვიათად მოკრავდით თვალს. მაინც და მაინც, არც ამინდი ბრწყინავდა. მართალია ორ დღიანი წვიმა შეწყვეტილიყო, მაგრამ ცაზე ჩამქრალი ნათურებივით, კვლავ მუქი ღრუბლები ეკიდნენ. ჩემი განწყობაც ვერ იყო მთლად ამაღლებული. თავი იმდენად მქონდა დამძიმებული, რომ სიარულისას მეგონა, რამდენიმე ტონა ტვირთს დავათრევდი.
საბოლოოდ, ნაბახუსევზე გამოსვლა გადავწყვიტეთ და ერთ-ერთ კაფეში შევიკედლეთ. ვინაიდან, დღე ტლანქად იწყებოდა და საინტერესო არაფერი ხდებოდა, გადავწყვიტე წინა სამი დღე მეტ-ნაკლებად გადამეფასებინა. თანაც, გამგზავრების დრო სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა და საჭირო იყო, გამოწვევის შედეგები გამეანალიზებინა.
პირველ დღეს, როდესაც მასტერქარდის გამოწვევის მონაწილე გავხდი, ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა, რის გამოც ტრანსპორტის შერჩევა ძალიან გაჭირდა. მატარებლის ბილეთები ვერაფრით ვიშოვე და გადავწყვიტე მინი-ვენის მძღოლებისთვის ბენზინის ჩასხმა შემეთავაზებინა, მაგრამ უარი მივიღე. საბოლოოდ, სამარშუტო ტაქსის კეთილმა მძღოლმა უფასოდ წამომიყვანა. სასტუმროს ძიებაც ძალიან გართულდა, თუმცა ერთ მყუდრო ჰოსტელს მაინც მივაგენი.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, შეზღუდული ვიყავი ერთ რამეში - არ უნდა გამომეყენებინა ნაღდი ფული. თავიდან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ბარათით სარგებლობა ძალიან რთული იქნებოდა, თუმცა შევცდი. საბედნიეროდ, ბათუმი ამ ექსპერიმენტისთვის მომზადებული აღმოჩნდა. თითქმის არსად, სადაც ფულის გადახდა მიწევდა, ბარათით სარგებლობა პრობლემას არ წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ბარათით სარგებლობა დისკომფორტს მხოლოდ ბათუმის ბულვარში მიქმნიდა, სადაც ნაღდი ფულის გარეშე ველოსიპედების, ჰოვერბორდებისა თუ მანქანების ქირაობა წარმოუდგენელია. ბარათით ვერ ისარგებლებთ ვერც სანაპირო ზოლზე, სადაც წყლის ბანანი, წყლის მოტოციკლეტი და სხვ. გასართობებია.
ბათუმში ყოფნის მეოთხე დღეს მე და ჩემს მეგობრებს ერთი კურიოზი შეგვემთხვა. კაფედან გამოსულები, ბათუმის ბულვარში სკამზე ვიჯექით და სიგარეტს ვეწეოდით. ინტელექტუალური გამომეტყველებით, რაღაცაზე ინტერესით ვსაუბრობდით და ირგვლივ არაფერს ვიმჩნევდით. წინა ღამის ამბებს ვიხსენებდით და კიდევ ერთხელ ვხორხოცებდით. გზად ერთი შავკანიანი, მაღალი კაცი შემოგვხვდა, რომელიც ხელში თეთრ ცხვირსახოცს ნერვიულად ატრიალებდა. ახალგაზრდა კაცი ნელნელა მოგვიახლოვდა. მისმა ვიზუალმა ჩვენი ყურადღება მიიქცია. ლამაზი ცილინდრი უმშვენებდა თავს, წვერი უცნაურად მოეშვა და თვალებს დიდი სათვალე უფარავდა. სახეზე რომ შეხედავდით, ოდნავ მოსუქებულ რეი ჩარლზს ჰგავდა. მისი ვიზუალური იმდენად საინტერესოდ მოგვეჩვენა, რომ ვიფიქრეთ, ვინმე კაი ტიპი იქნება-თქო და ფოტოს გადასაღებად მივედით. ვინ იცის, ვისთან ვიღებდით სელფის?
მამაკაცმა ჯერ ხელი ჩამოგვართვა, მოგვესალმა და როგორ ხართო გვკითხა. ჩვენც უცხოელ სტუმარს სიამოვნებით გამოვესაუბრეთ და პოზიტიური მასლაათი გავმართეთ.
ამ დროს, შავკანიანი მეგობარი გვთხოვს, რომ მისკენ მივიწიოთ და ყური ვათხოვოთ. თავიდან კი დავიბენით, მაგრამ მერე ყველაფერი ცხადი გახდა. უცხო მამაკაცი გვეკითხება, მოსაწევი ხომ არ გაქვთო და ისე იღიმის, მგონია, რომ რატომღაც დადებით პასუხს ელოდება. სამწუხაროდ, არც ჩვენთვის გვქონდა და არც მისთვის მისაცემად, ამიტომ ერთმანეთს ღიმილით დავშორდით.
ეს ამბავი აქ არ მთავრდება და მას ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდებით.
საღამოს ბათუმში Black Sea Jazz Festival-ის ბოლო ღონისძიება უნდა გამართულიყო. დღის ჰედლაინერი Joss Stone იყო, რომლის კონცერტსაც ვერაფრით დავესწრებოდით, რომ არა ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის მოწყალება. მან ორი ბილეთი გვაჩუქა და ფესტივალის დახურვაზე დასწრებაც რეალური გახდა.
კონცერტზე მისულებს, უამრავი ხალხი დაგვხვდა. შესასვლელში მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. საიდანღაც ჩამოსული მოდერნიზმის მიმდევარი ბაბულიკები, ურიგოდ ცდილობდნენ ტერიტორიაზე შეღწევას და ოთხმოცდაათიანებისთვის დამახასიათებელი ბნელი მზერით თვალებს გვიცეცებდნენ. გაწევ-გამოწევის შემდეგ, გაუგებრობა დაცვის თანამშრომლებმა სამართლიანად დაალაგეს და ცოცხალი რიგიც მოაწესრიგეს.
სცენაზე Joss Stone-ის გამოჩენას დიდი ოვაციები მოყვა. მუსიკოსმა როგორც თავისი ჰიტები, ისე ცნობილი Cover-ებიც შეასრულა და ბათუმის აღელვებული ზღვის ტალღების რწევა მუსიკალური ტალღებით გააძლიერა. ამ დროს, სცენასთან დამონტაჟებულ დიდ მონიტორზე ვხედავ, რომ მუსიკოსის უკან, დრამთან ზის ახალგაზრდა შავკანიანი მამაკაცი, უცნაური წვერითა და ზორბა ტანით.
გამოიცანით ვინ იყო? - დიახ, ის შავკანიანი მეგობარი, დღისით ბულვარში მოსაწევს რომ გამალებით ეძებდა. მე და ჩემს მეგობრებს ხარხარი აგვიტყდა - წარმატებული მუსიკოსი, რომელიც Joss Stone-ის დრამერია და საქართველოში სპეციალური მოწვევით იმყოფება, მარიხუანას ბულვარში გამვლელებთან ეძებს. სხვათა შორის, ისე ენერგიულად უკრავდა, სავარაუდოდ, სადღაც მაინც მიაგნო აკრძალულ ხილს.
კონცერტის შემდეგ, კარგად მოშიებულმა ახალგაზრდებმა ბათუმის ლეგენდარული ჰოთ-დოგით დავიკმაყოფილეთ თავი და შინისკენ გავემართეთ.
მეორე დილას თბილისში დაბრუნების დრო დადგა. მატარებლის ბილეთი ბარათით შევიძინე და დღის ორ საათზე უკვე სადგურში ვიყავი. ახალმა მატარებელმა ბათუმიდან თბილისში ხუთ საათში ჩამოგვიყვანა.
Mastercard-ის გამოწვევა აქ დასრულდა. საბოლოო ჯამში, შემიძლია ვთქვა, რომ ბარათის ამარა დარჩენა არც თუ ისე საშიში და სანერვიულო ყოფილა. პირიქით, შესაძლოა ის დიდი კომფორტის მომტანიც იყოს. ფაქტობრივად არც ერთხელ არ ჩავვარდნილვარ ისეთ სიტუაციაში, სადაც ნაღდი ფულის არ ქონის გამო რამე დამიკარგავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა




კომენტარები