რაზე ისაუბრა ქართულმა ოპოზიციამ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან
ფოტო: აშშ-ს საელჩო თბილისში
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი თბილისში დღეს დილით შეხვდა ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს. შეხვედრას ესწრებოდნენ დავით უსუფაშვილი - შენების მოძრაობა, დავით ბაქრაძე - ევროპული საქართველო, ნიკა მელია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და შალვა შავგულიძე - თავისუფალი დემოკრატები.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ მედიას უთხრეს, რომ საუბარი მაიკ პენსთან, შეეხებოდა როგორც საქართველოს შიდა დემოკრატიულ პროცესებს, ისე - ქვეყნის ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.
"საუბარი იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმაზე, საარჩევნო რეფორმაზე, მათ შორის ზოგადად იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში მიდის, სიტყვის თავისუფლებაზე და რუსთავი 2-ზეც. ჩვენი პოზიცია და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების პოზიცია სრულად ემთხვევა ერთმანეთს, რომ სწორედ დემოკრატიული საქართველო არის ის საქართველო, რომელსაც ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა, რომელიც იპოვის თავის ადგილს ევრო-ატლანტიკურ სივრცესა და ნატოში, რომელიც შეძლებს თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან. ამიტომ, ქართული დემოკრატია არ არის მხოლოდ ქართული პოლიტიკის შიდა საქმე. ქართული დემოკრატია არის რეცეპტი და წამალი ყველა ჩვენი პრობლემის წინააღმდეგ. სწორედ დემოკრატიულ საქართველოს დაიცავს საერთაშორისო სამყარო რუსული აგრესიისგან", - უთხრა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს.
დავით უსუფაშვილის თქმით, მაიკ პენსმა ყურადღებით მოუსმინა ოპოზიციას:
"ყველა საკითხს შევეხეთ მათ შორის უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების. მე შევთავაზე ბატონ ვიცე-პრეზიდენტს, რომ შევთანხმდეთ ფორმულაზე: თუ ამერიკა არის მათი მხრიდან First (პირველი), საქართველო იყოს Next (შემდეგი), ჩვენი მხრიდან იქნება Georgia First და America next. ამაზე შევჯერდით. ეს ნიშნავს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას. მე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე, რის გარეშეც ჩვენ ვერ შევძლებთ იმ როლის შესრულებას, რასაც თავად აშშ ხედავს ჩვენში".
რაც შეეხება თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერს, შალვა შავგულიძეს, მან თქვა, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან ისაუბრა ხელისუფლების ხელში ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციასა და არაფორმალური მმართველობის პრობლემაზე. როგორც მან თქვა, პენსმა მნიშვნელოვანი უწოდა აღნიშნულ ინფორმაციას.
ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, შეხვედრა იმაზე პროდუქტიული აღმოჩნდა, ვიდრე მას წარმოედგინა. როგორც მელია ამბობს, მაიკ პენსის ვიზიტი არის დასტური იმისა, რომ აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.
მაიკ პენსი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 31 ივლისს ეწვია. ის საქართველოში ესტონეთიდან ჩამოვიდა, თბილისიდან კი მონტენეგროს ეწვევა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები